ინფორმაცია posta.ge-სა და web.ge-ის მომხმარებლებისათვის

27 / მარტი / 2018

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 1 მაისს შპს „მაგთიკომი“ ხურავს ქვემოთ ჩამოთვლილი დომეინების ფარგლებში გახსნილ ელ. ფოსტის ყუთებს (შემდგომში - დასახური ელ. ფოსტა):

  • Posta.ge
  • Web.ge

გთხოვთ, 2018 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოთ ელ. ფოსტის მისამართის ცვლილება ყველა იმ სერვისზე, სადაც მითითებული გაქვთ დასახური ელ. ფოსტის მისამართი, როგორც ლოგირების, კონტაქტის, პაროლის აღდგენის ან სხვაგვარ საშუალებად. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებების შესრულებას რაიმე სახით სჭირდება დასახური ელ. ფოსტის მისამართის გამოყენება (დადასტურება ან სხვა), აღნიშნული შეუძლებელი იქნება 2018 წლის 1 მაისის შემდგომ და შპს „მაგთიკომს“ არ შეიძლება რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს დასახური ელ. ფოსტის მისამართის ცვლილების განუხორციელებლობაზე (იგულისხმება, როგორც თქვენი უმოქმედობა, აგრეთვე კონკრეტული სერვისის პროვაიდერთან აღნიშნული ფუნქციის არარსებობა).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2018 წლის 1 მაისის შემდგომ, დასახურ ელ. ფოსტაზე არსებული კონტენტი შეინახება 1 წლის განმავლობაში და ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან, კონტენტთან წვდომის უფლებამოსილების დადგენის მიზნით, შესაძლოა შპს „მაგთიკომის“ მიერ მოთხოვნილ იქნეს გარკვეული სახის ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში, შპს „მაგთიკომი“ უფლებამოსილია უარი განუცხადოს მომთხოვნ მხარეს კონტენტის გადაცემაზე. ზემოაღნიშნული 1 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ კონტენტი წაიშლება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. მოცემული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს შპს „მაგთიკომის“ გადაწყვეტილებით, რის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდის საშუალებით.

2018 წლის 1 მაისის შემდგომ დასახური ელ. ფოსტიდან შეუძლებელი იქნება წერილების ექსპორტი და იმპორტი.