მაგთიკომი ინფორმაციული მართვის სისტემაში ISO სტანდარტის ახალ, უმაღლეს საფეხურზე გადავიდა
მაგთიკომმა წელსაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტი და ISO 27001:2022 სერტიფიკატის ახალ, უმაღლეს ვერსიაზე გადავიდა.
ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტისგან (BSI - British Standards Institution) მინიჭებული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიაში დანერგილი მართვის სისტემები და პროცესები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს.
მაგთიკომი მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ბიზნესპროცესების მუდმივ გაუმჯობესებას.
ISO 27001:2022 სერტიფიკატი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც მაგთიკომის თითოეული თანამშრომლის შრომის და საქმისადმი ერთგულების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ეს წარმატება პროფესიონალიზმმა, ერთობლივმა ძალისხმევამ, ქვეყნის სიყვარულით და ღირსებით აშენებულმა ქსელმა მოიტანა.