IT პროექტების მენეჯერი

შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • IT პროექტების მართვა
    • პირველადი შეხვედრის დანიშვნა და ჩატარება
    • პროექტის მასშტაბისა და ჩარჩოს განსაზღვრა
    • პროექტის შესრულებისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრა და დაგეგმვა
    • საპროექტო სამუშაოების განსაზღვრა და დაგეგმვა
    • პროექტის რისკების განსაზღვრა და შეფასება
    • პროექტის ფაზებისა და მიზნების დროული განხორციელების მართვა და მონიტორინგი
    • სამუშაოების მიმდინარეობის მართვა და დამკვეთის დროული ინფორმირება
    • პროექტის ფარგლებში რეპორტინგი დამკვეთთან და ხელმძღვანელობასთან
    • მოლოდინების მართვა
  • პროექტებზე რეპორტინგი

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების ან დაკავშირებულ სფეროში
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება

უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • მოსმენის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნთან მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მართვის უნარი

სამუშაო პირობები:

  • მუშაობის მოქნილი გრაფიკი
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

გთხოვთ, მონაცემები  ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე kadrebi@magticom.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება.