Java დეველოპერი
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას Java დეველოპერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი სისტემების შემუშავებაში მონაწილეობა
- ერთდროულად რამოდენიმე პროექტზე მუშაობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში.
- მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება J2EE ტექნოლოგიებში
- Java ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა : Spring, Spring Boot, Spring Security, Hibernate, Spring MVC, JPA, REST, SOAP, JNDI
- მონაცემთა რელაციურ ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- Git-თან მუშაობის გამოცდილება
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პარადიგმების საფუძვლიანი ცოდნა.
- Unit ტესტების ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება.
სასურველია:
- კომპიუტერული ქსელის ფუნდამენტური პრინციპების (ტექნოლოგიების, პროტოკოლების) ცოდნა.
- CI / CD გარემოში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი
- მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
- კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
- დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
- რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- მუშაობის მოქნილი გრაფიკი
- კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
გთხოვთ, მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე kadrebi@magticom.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება.