საზოგადოებრივი ცენტრები
10 აგვისტოდან ეტაპობრივად გაიხსნება საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსებული მაგთის მომსახურების პუნქტები. თავდაპირველად გაიხსნება 55 მომსახურების პუნქტი და ეტაპობრივად ფუნქციონირებას განაახლებს სხვა ლოკაციებიც.
ცენტრების ზუსტი მისამართები და სამუშაო საათები იხილეთ ბმულზე.
იმისათვის, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მაგთის სერვისების მიღება, შეიქმნა მომსახურების ფართო ქსელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - მაგთის მომსახურების 53 ოფისს დაემატა 80 საზოგადოებრივ ცენტრში არსებული მომსახურების პუნქტები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოფისები უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო სითხეებით და დღეში ორჯერ ლაგდება სველი წესით.
მაგთის მომსახურების ოფისებში შესაძლებელია ელექტრონული გადახდა. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევისთვის კი ოფისები უზრუნველყოფილია თხევადი ანტისეპტიკური საშუალებებით.
აქვე შეგახსნებეთ, რომ მაგთიკომს აქვს დისტანციური მომსახურების კომფორტული და მოქნილი ალტერნატივა, როგორიცაა:
MyMagti - აპლიკაცია, რომელიც თქვენს სმარტფონში მაგთის ოფისის ფუნქციას ასრულებს. სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ საკუთარი და სხვისი ანგარიშის შევსება, ბალანსის გაგება, სასურველი პაკეტების ყიდვა/ ავტომატურად განახლება, ბარათით გადახდა და სხვა.
სერვისმენიუ (*111#OK ) - მობილური ტელეფონის საშუალებით მაგთის მომსახურებების დისტანციურად მიღების შესაძლებლობას იძლევა.
ცხელი ხაზი - მომხმარებლებს სადღეღამისო მომსახურებას გთავაზობთ, სადღესასწაულო დღეების ჩათვლით. 110011-ზე დარეკვა ნებისმიერი ქსელიდან არის შესაძლებელი, მაგთის ქსელიდან კი ზარი უფასოა.
ვებჩატი (ონლაინ დახმარება) და ფეისბუქის მესინჯერი ყოველდღე 9:00-დან 24:00 საათამდე მუშაობს და მაგთის მომსახურებებთან ონლაინ წვდომის საშუალებას იძლევა.
www.magticom.ge- მაგთიკომის ოფიციალური ვებგვერდი სამენოვანია და სრულ ინფორმაციას იძლევა კომპანიის მრავალფეროვან მომსახურებასა და პირობებზე.