მაგთიკომი გაფრთხილებთ!

23 / სექტემბერი / 2019

ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ მაგთიკომი ათამაშებს Samsung Galaxy S10-ს შემდეგი ტექსტით:

„გილოცავთ! თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 20 მომხმარებელიდან, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ Samsung Galaxy S10-ის გათამაშებაში მონაწილეობის მიზნით!“

ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.

გაითვალისწინეთ, რომ მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ინფორმაცია ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებ გვერდის საშუალებით. არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!

თაღლითობის შემთხვევებზე ინფორმაციას მიიღებთ აქ.