მაგთიკომი კორონავირუსის პრევენციისთვის

27 / მარტი / 2020

მაგთიკომი აქტიურად არის ჩართული საქართველოში კორონავირუსის პრევენციული ზომების განხორციელებაში.

  • მაგთიკომის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით და მაგთიკომის გუნდის მხარდაჭერით, კომპანიამ 3 მილიონი ლარი გადარიცხა StopCov ფონდში.
  • მაგთიკომმა უფასო კავშირი უზრუნველყო ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის, ცენტრისა და წითელი ჯვრის ცხელ ხაზებთან:
    • 1505 - ჯანდაცვის სამინისტრო
    • 116 001 - დაავადებათა კონტროლის ცენტრი
    • 0800000018 - ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის ცხელი ხაზი
  • მაგთიკომმა მაგთის ტელევიზიის ყველა მომხმარებელს უფასოდ გაუაქტიურა პაკეტი „დარჩიშინ“, რომელიც 100-მდე მაღალრეიტინგული არხს აერთიანებს ყველა გემოვნების მაყურებლისათვის, რაც შინ ყოფნას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის.
  • მაგთიკომი მაქსიმალურად უმარტივებს მომხმარებლებს მომსახურებებთან დისტანციურ წვდომას იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის და ორგანიზაციების უმეტესობა დისტანციურ მუშაობასა და სწავლაზეა გადასული და სახლში დარჩენაა რეკომენდირებული.

აპლიკაცია MyMagti - სმარტფონში მაგთის ოფისის ფუნქციას ასრულებს. MyMagti-ის სერვისით სარგებლობა მომხმარებლებს მაშინაც კი შეუძლიათ, როდესაც ანგარიშზე თანხა არ აქვთ.

სერვისმენიუ (*111#OK ) - მომსახურების მიღების საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონის საშუალებით.

ასევე, 24-საათიანი ცხელი ხაზი, ვებ-ჩატი (ონლაინ დახმარება), ფეისბუქის მესინჯერი (სამუშო საათები: 9:00-დან 24:00) და

ვებ გვერდი მომხმარებლებს სასურველი ინფორმაციის თუ მომსახურების მიღებას უმარტივებს.

  • დღეს, როდესაც საკომუნიკაციო კავშირის როლი და მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მაგთიკომი მომხმარებლებს სთავაზობს მათ საჭიროებასა და მოთხოვნებზე მორგებულ შეთავაზებებს. განსაკუთრებით აქტუალურია მაგთის ულიმიტო 4.5G მობილური ინტერნეტი ხელმისაწვდომ ფასად:
    • მთელი დღე-ღამე - 1 ლარად
    • მთელი კვირა - 5 ლარად
  • შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მაგთიკომის მიერ ინიცირებული ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი - მაგთიკომმა 500-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისთვის ხელმისაწვდომი გახადა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი და ინტერნეტ ტელევიზია.
  • მაგთის ტელევიზიის საგანმანათლებლო აპლიკაცია, ხანის აკადემია, უფრო აქტუალური ხდება დღეს, როდესაც სასწავლო დაწესებულებებში სწავლა დროებით შეჩერებულია და მაგთის ტელევიზიის მომხმარებლებს უფასოდ შეუძლიათ უყურონ ქართულ ენაზე გახმოვანებულ ასობით ვიდეოგაკვეთილს სხვადასხვა საგანში.
  • მაგთიკომის ყველა თანამშრომელი, განურჩევლად იმისა, დისტანციურად მუშაობს, თვითიზოლაციაშია, თუ სპეციფიკიდან გამომდინარე სამსახურებრივ მოვალეობებს დროებით ვერ ასრულებს და რჩება სახლში, სრულად და დროულად იღებს ანაზღაურებას.

მაგთიკომის გუნდი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა კომუნიკაციაზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, უზრუნველყოს ტრადიციულად ხარისხიანი სერვისების მიწოდება.

ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი შინიდან #დარჩიშინ
მაგთიკომი ზრუნავს თქვენს საიმედო კავშირზე.