2020 წლის 19 მარტიდან მაგთიკომი მომსახურების ოფისების ნაწილის მუშაობას დროებით აჩერებს

18 / მარტი / 2020

მაგთიკომი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვისა და პრევენციის მიზნით დისტანციურ მუშაობაზე გადადის.
მომსახურების რიგი ოფისების მუშაობა 19 მარტიდან დროებით შეჩერდა.

მაგთის სამი ოფისი გააგრძელებს მუშაობას, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, რათა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს შესაბამისი მომსახურება გაეწიოს.

მაგთის მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება მთელი კვირის განმავლობაში, შემდეგ ოფისებში:

ქალაქებიმისამართისამუშაო დროშაბათ-კვირას
თბილისირუსთაველის გამზ. #2209:00-დან 14:00-მდე09:00-დან 14:00-მდე
ბათუმიიმნაძის ქ. # 509:00-დან 14:00-მდე09:00-დან 14:00-მდე
ქუთაისიგამსახურდიას გამზ. # 2309:00-დან 14:00-მდე09:00-დან 14:00-მდე

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოფისები უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო სითხეებით და დღეში ორჯერ სველი წესით სუფთავდება.

მაგთის მომსახურების ოფისებში შესაძლებელია ელექტრონული გადახდა. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევებისთვის კი ოფისები უზრუნველყოფილია თხევადი ანტისეპტიკური საშუალებებით.

აქვე შეგახსნებეთ, რომ მაგთიკომს აქვს დისტანციური მომსახურების კომფორტული და მოქნილი ალტერნატივები, მათ შორის:

აპლიკაცია MyMagti - რომელიც სმარტფონში მაგთის ოფისის ფუნქციას ასრულებს. მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია საკუთარი და სხვისი ანგარიშის შევსება, ბალანსის გაგება, სასურველი პაკეტების ყიდვა/ ავტომატურად განახლება, ბარათით გადახდა და სხვა.

სერვის მენიუ - (*111#OK ) მობილური ტელეფონის საშუალებით მაგთის მომსახურებების დისტანციურად მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ცხელი ხაზი - მომხმარებლებს სადღეღამისო მომსახურებას სთავაზობს, სადღესასწაულო დღეების ჩათვლით. 110011-ზე დარეკვა ნებისმიერი ქსელიდან არის შესაძლებელი, მაგთის ქსელიდან კი ზარი უფასოა.

ვებ-ჩატი (ონლაინ დახმარება) და ფეისბუქის მესინჯერი - ყოველდღე 9:00-დან 24:00 საათამდე მუშაობს და მომხმარებლებს მაგთის მომსახურებებთან წვდომის საშუალებას აძლევს.

ვებ გვერდი - მაგთიკომის ოფიციალური სამენოვანი ვებგვერდი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მიიღონ სასურველი ინფორმაცია და მომსახურებები.