მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება

14 / ივნისი / 2019

17 ივნისიდან მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ აღნიშნული სერვისით სარგებლობას.

მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, მაგთიკომისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, გაგრძელდა მაგთი ფიქსის ლიცენზიის მოქმედების ვადა.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი მომხმარებლები ისევ ისარგებლებენ მაგთი ფიქსის მომსახურებით.