მაგთის სტიპენდია კიდევ 11 პირველკურსელს მიენიჭა

05 / ნოემბერი / 2018

მაგთიკომმა არც წელს დაარღვია ტრადიცია და, გასული წლების მსგავსად, ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე თერთმეტი პირველკურსელი სტუდენტი 1-წლიანი სტიპენდიით დააჯილდოვა.

მაგთის ახალი სტიპენდიატები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ: დევი ონიანი, ნანა როგავა, ლუკა ღამბაშიძე, ზურაბ ვაშალომიძე, ანა-მარია ჯავახიშვილი, ლუკა ლორთქიფანიძე, ანა ციმაკურიძე, სტეფანე გურგენიძე, ელიზაბეტ კელაურიძე, საბა ცერცვაძე და ტარიელ ფანჩულიძე.

მაგთიკომის მიერ გამოცემულ წიგნებთან და სხვა საჩუქრებთან ერთად, სტიპენდიატებს ინტერნეტპაკეტებიც გადაეცათ, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში.

„მაგთის სტიპენდია უკვე ტრადიციადაა ქცეული და სასიამოვნო სტიმულია წარმატებული სტუდენტებისთვის, მაგთიკომი მომავალშიც გააგრძელებს განათლების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას“, - აცხადებენ მაგთიკომში.