MESH Wi-Fi
მაგთის ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში
რა არის MESH Wi-Fi
MESH Wi-Fi რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობით აგებული უსადენო ქსელია, რომელიც ერთიან Wi-Fi გარემოს ქმნის.
ტრადიციული როუტერისგან განსხვავებით, სადაც ერთი მოწყობილობა მთელ სივრცეს ფარავს, MESH სისტემა რამდენიმე მოწყობილობას იყენებს და ქსელს მთელ ტერიტორიაზე ანაწილებს. შედეგად:
- ინტერნეტი უკეთესად იჭერს ყველა წერტილში;
- ქრება „ბრმა ზონები“;
- ვიდეოზარი აღარ წყდება გადაადგილებისას;
- ერთი სახელითა და პაროლით, მთელი სახლი ერთი Wi-Fi ქსელით მუშაობს.
როგორ შეუკვეთოთ
ინსტალაციის შეკვეთა ხდება მაგთის ცხელი ხაზის ან მომსახურების ოფისის მეშვეობით.
სპეციალისტები ინტერიერის თავისებურების გათვალისწინებით, განსაზღვრავენ მოწყობილობების საჭირო რაოდენობას და ოპტიმალურ განლაგებას.
ტარიფი
- თითო მოწყობილობის ინსტალაცია - 50
- Wi-Fi 6 როუტერის სააბონენტო - თვეში 10
- ყოველი დამატებითი მოწყობილობა (MESH) - თვეში 5
აპარატურა გადმოგეცემათ დროებით სარგებლობაში.


