გადაცემის სატრანსპორტო ქსელის წამყვანი ინჟინერი

შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიის შესახებ გადაცემის სატრანსპორტო ქსელის წამყვანი ინჟინერის პოზიციაზე.
დასაქმებულს მოუწევს საქმიანობა გადაცემის სატრანსპორტო ქსელის მართვის, მომსახურების და განვითარების მიმართულებით.


ძირითადი მოვალეობები:

  • სატრანსპორტო ქსელის განვითარების საპროექტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
  • სატრანსპორტო ქსელის დიზაინის შემუშავება და მოდერნიზაცია სატელეკომუნიკაციო სერვისების და ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად;
  • სატრანსპორტო ქსელის ყოველდღიური მონიტორინგი;
  • სატრანსპორტო ქსელის  მდგომარეობის შეფასება და გამართული მუშაობის  უზრუნველყოფა;
  • სატრანსპორტო ქსელის დატვირთვულობის მონიტორინგი და ანალიზი;
  • ქსელში დასანერგი სიახლეების ლაბორატორიული ტესტირება;
  • ქსელის მდგომარეობის შეფასება და დაზიანებების აღმოფხვრა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სატელეკომუნიკაციო ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (Router, Switch);
  • თანამედროვე სატრანსპორტო ქსელებში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების ცოდნა Cisco-ს CCNP სერტიფიკატის მოთხოვნების დონეზე Ethernet (STP, .1q VLANs, QinQ); TCP/IP protocols; Routing protocols (BGP, OSPF, ISIS); QoS; MPLS L2/L3 VPN; LDP; RSVP-TE; TE-FRR; VPLS; Multicast;
  • სასურველია Python; Ansible ცოდნა;
  • სასურველია PDH, SDH, WDM ტექნოლოგიების ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • მოტივირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა.

მონაცემები  ფოტოსურათით (CV)  გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge 
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV)  გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“  მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ  ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.