ნომრის დაბლოკვა

SIM-ბარათის/ტელეფონის აპარატის დაკარგვის შემთხვევაში გთავაზობთ „ნომრის დაბლოკვის“ სერვისს.

ნომრის დაბლოკვა/განბლოკვა შესაძლებელია:

  • აპლიკაციიდან MyMagti
    ნომრის დაბლოკვა შეუძლია მთავარ ნომერს ან აპლიკაციაში იდენტიფიცირებულ ნომრის იურიდიულ მფლობელს.
  • ცხელ ხაზზე დარეკვით
    ნომრის დაბლოკვას შეძლებს ნომრის იურიდიული მფლობელი იდენტიფიცირების შემდეგ.
  • მაგთიკომის მომსახურების ოფისიდან
    ნომრის დაბლოკვას შეძლებს ნომრის იურიდიული მფლობელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.

ნომრის დაბლოკვა შესაძლებელია 30 დღით.
ბლოკის მოხსნა უნდა მოხდეს 30 დღის გასვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნომერი გაუქმდება (დაბლოკილ სააბონენტო ნომერზე შეწყდება ხელშეკრულების მოქმედება).
მომსახურება უფასოა.

  • დაბლოკილ ნომერზე დაპაუზდება ყველა სერვისი და მომსახურება, ასევე შეჩერდება ნებისმიერი სააბონენტო და სერვისის გადასახადი;
  • შეძენილი პაკეტები ან ბონუსები გაუქმდება ვადის გასვლის შესაბამისად;
  • თუ 30 დღის განმავლობაში არ მოხდა ნომრის დაბლოკვის მოხსნა, ნომერი გაუქმდება;
  • დაბლოკვის ვადის შემოწმება შესაძლებელია ოფისში მისვლით, ცხელ ხაზზე დარეკვით ან აპლიკაციიდან mymagti;
  • კორპორაციული ნომრის დასაბლოკად მიმართეთ ორგანიზაციის პირად მენეჯერს.