საკონტაქტო ინფორმაცია

დაამატე საკონტაქტო ნომერი ან ელ-ფოსტა MyMagti-ში და მართე შენი საკონტაქტო ინფორმაცია მარტივად და უსაფრთხოდ.

მაგთის მობილურ ნომერზე შეგიძლია მიუთითო საკონტაქტო ნომერი და/ან ელ-ფოსტა, რომელზეც პარალელურად მიიღებ სხვადასხვა სერვისისთვის საჭირო ერთჯერად ვერიფიკაციის კოდებს.

საკონტაქტო ინფორმაციის დამატება მარტივად შეგიძლია MyMagti-ზე.

რისთვის გამოიყენება საკონტაქტო ნომერი და ელ-ფოსტა?

საკონტაქტო ნომერზე და/ან ელ-ფოსტაზე იგზავნება MyMagti-დან განხორციელებულ სხვადასხვა ოპერაციასთან დაკავშირებული ერთჯერადი კოდები.

მათ შორის:

  • MyMagti-ზე რეგისტრაციისას;
  • პაროლის აღდგენისას;
  • ბალანსის შევსებისას;
  • თანხის გადარიცხვისას;
  • სტატისტიკისა და დეტალური ინფორმაციის ნახვისას;
  • SIM-ბარათის ონლაინ შეძენისას;
  • eSIM-ის და/ან ფიზიკური სიმის ცვლილებისას;
  • ონლაინ პორტირებისას;
  • დომენის რეგისტრაციისას;
  • Netflix-ის აქტივაციისას;
  • სხვა შესაბამისი ოპერაციების განხორციელებისას.

ამ შემთხვევაში ერთჯერადი კოდი იგზავნება როგორც ძირითად ნომერზე, ისე - დამატებულ საკონტაქტო ნომერზე და/ან ელ-ფოსტაზე.
გამონაკლისი: ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის კოდი იგზავნება მხოლოდ ძირითად ნომერზე, რომელიც MyMagti-ის მომხმარებლად არის რეგისტრირებული.

რამდენი საკონტაქტო ნომრისა და ელ-ფოსტის დამატებაა შესაძლებელი?

თითოეულ ნომერზე შესაძლებელია მაქსიმუმ:

  • 1 საკონტაქტო ნომრის დამატება;
  • 1 საკონტაქტო ელ-ფოსტის დამატება.

შეგიძლია მიუთითო როგორც ორივე, ისე მხოლოდ საკონტაქტო ნომერი ან მხოლოდ ელ-ფოსტა.

საკონტაქტო ნომერი შეიძლება იყოს როგორც მაგთის, ისე სხვა ქსელის ნომერი.


შესაძლებელია თუ არა საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა?

დიახ, საკონტაქტო ნომრისა და ელ-ფოსტის შეცვლა ან წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია.

საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის წაშლისას დამატებითი ერთჯერადი კოდით დადასტურება საჭირო არ არის.

საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებისას კი შესაბამისი ოპერაცია უსაფრთხოების მიზნით ვერიფიკაციის კოდებით დასტურდება.

საკონტაქტო ნომერი მანიჭებს სხვა დამატებით უფლებებს?

საკონტაქტო ნომერი და ელ-ფოსტა განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი ვერიფიკაციის კოდების მისაღებად.
საკონტაქტო ნომრის ან ელ-ფოსტის მითითება არ ნიშნავს, რომ მათი მფლობელი მომსახურების ოფისში ან დისტანციურად შეძლებს ძირითად ნომერზე რამე ცვლილების განხორციელებას.

რატომ არის საკონტაქტო ინფორმაციის დამატება მნიშვნელოვანი?

საკონტაქტო ნომრის ან ელ-ფოსტის დამატებით, მნიშვნელოვანი ოპერაციების შესრულებისას, ერთჯერადი კოდების მიღების დამატებითი შესაძლებლობა გექნება.

განსაკუთრებით სასარგებლოა ეს იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი ნომერი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის, ან გინდა, რომ ანგარიშთან დაკავშირებული ვერიფიკაციის კოდები დამატებით საკონტაქტო არხზეც მიიღო.

როგორ დავამატო საკონტაქტო ნომერი ან ელ-ფოსტა MyMagti-დან?

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. შედი MyMagti-ში.
  2. მთავარ გვერდზე აირჩიე „მეტი“.
  3. გადადი „პარამეტრებში“.
  4. აირჩიე „საკონტაქტო ინფორმაცია“.
  5. აირჩიე დამატების ველი (+).
  6. შესაბამის ველში დაამატე სასურველი საკონტაქტო ნომერი და/ან ელ-ფოსტა, გაეცანი და დაეთანხმე წესებს.
  7. უსაფრთხოების მიზნით, ინფორმაციის დამატება დაადასტურე დასამატებელ საკონტაქტო ნომერზე ან ელ-ფოსტაზე გაგზავნილი ერთჯერადი კოდებით.
  8. მოქმედება დაადასტურე ძირითად ნომერზე მიღებული კოდით.
  9. დადასტურების შემდეგ საკონტაქტო ინფორმაცია ავტომატურად აისახება MyMagti-ში.