გადაცემის რადიოსარელეო და საკაბელო სისტემების ინჟინერი

შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიის შესახებ გადაცემის რადიოსარელეო და საკაბელო სისტემების ინჟინერის  პოზიციაზე.
დასაქმებულს მოუწევს საქმიანობა გადაცემის სატრანსპორტო ქსელების მომსახურების და განვითარების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • გადაცემის სისტემებისა და ქსელების მართვა და მომსახურება;
  • ქსელებში მომხდარი დაზიანებების ანალიზი და მათი აღმოფხვრა;
  • რადიოსარელეო ხაზების და საკაბელო მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება;
  • მობილური და ფიქსირებული კავშირის სერვისების მიწოდებისათვის ტრაქტების ორგანიზება;
  • ქსელში დასანერგი სიახლეების ლაბორატორიული ტესტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სატელეკომუნიკაციო ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობების მიმართულებით;
  • რადიოკავშირის და საკაბელო სისტემების საფუძვლების ცოდნა;
  • შემდეგი ტექნოლოგიების ცოდნა: Ethernet (STP, .1q VLANs); TCP/IP protocols; Routing protocols (RIP, EIGRP, OSPF);
  • სიმაღლეზე სამუშაოს შესრულების უნარები;
  • სასურველია PDH, SDH, WDM ტექნოლოგიების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • მოტივირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა.

მონაცემები  ფოტოსურათით (CV)  გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge 
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV)  გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“  მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ  ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.