ნომრის პორტირება
გსურს, საუკეთესო ქსელში იყო ჩართული, მაგრამ ნომრის დაკარგვა არ გინდა?
სრულიად უფასოდ დაპორტირდი მაგთის ქსელში ნომრის შეუცვლელად და გამოსცადე ხარისხი პირველივე წუთებიდან.
- დისტანციურად დაპორტირდი ონლაინ აპლიკაციით MyMagti
- ეწვიე მაგთიკომის ნებისმიერ ოფისს
- ეწვიე საქართველოს ფოსტის ნებისმიერ ფილიალს
პორტირებისას აუცილებელია, შენს სახელზე გაფორმებული ნომერი და მაგთის SIM-ბარათი, რომელზეც მოხდება პორტირებული ნომრის გააქტიურება
პორტირება განხორციელდება განაცხადის მიღებიდან 24 საათში (მომდევნო სამუშაო დღეს).
თუ პორტირებისათვის აუცილებელია დამატებითი სამუშაოების ჩატარება, ფიქსირებული ან VoIP ნომრის შემთხვევაში, პორტირების ვადას შესაძლოა დაემატოს 7 სამუშაო დღე.
- იხილეთ პორტირების განაცხადის ფორმა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
სააბონენტო ნომრის გაუქმების (ტერმინაციის) შემთხვევაში, ნომერი უბრუნდება მის თავდაპირველ მფლობელ ოპერატორს, ამიტომ მიმღებ ოპერატორთან ნომრის აღდგენა შეუძლებელია.
ხშირად დასმული კითხვები:
შემიძლია, თუ არა განაცხადის სხვის მაგივრად შევსება / სხვაზე გაფორმებული ნომრის პორტირება?
როდის მოხდება პორტირება?
რა შემთხვევაში შეიძლება ვერ განხორციელდეს ნომრის პორტირება (უარის მიზეზები)?
- დასაპორტირებელი ნომერი გაფორმებულია სხვა პირზე და არა - პორტირების განაცხადის წარმდგენზე, ან ნომრის მფლობელი დაუდგენელია;
- დასაპორტირებელ ნომერზე ირიცხება გასული თვის/თვეების დავალიანება და/ან დასაპორტირებელი ნომრის შემოწმებისას მასზე ფიქსირდება მომსახურების შეზღუდვა მიმდინარე დავალიანების გამო;
- ქსელში ჩართვიდან (აბონენტად გახდომიდან) ან სააბონენტო ნომრის უკანასკნელი პორტირებიდან არ გასულა 30 დღე;
- პორტირების მსურველ პირს უკვე წარდგენილი აქვს განცხადება იმავე სააბონენტო ნომრის სხვა ოპერატორის ქსელში პორტირების თაობაზე.
შემიძლია, თუ არა პორტირების განაცხადის ხელმეორედ შევსება?
- პორტირებაზე უარის მიღების შემთხვევაში, უარის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ;
- უკვე პორტირებული ნომრის ხელმეორედ პორტირების სურვილის შემთხვევაში, ამ ნომრის უკანასკნელი პორტირებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.