სერვისის ღირებულება:
- 1-თვით:1 ლარი; (დაპაუზების დღეს + 30 კალენდარულ დღე);
- 6-თვით: 3 ლარი ( დაპაუზების დღეს + 180 კალენდარულ დღე);
1-თვიანი დაპაუზების პირობები:
- დაპაუზება შეუძლია ოფისში მისვლით ან ცხელ ხაზზე დარეკვით (მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი მაგთიკომის როუმერისთვის);
- დაპაუზების მოთხოვნისას აბონენტს საფასური (1 ლარი) ჩამოეჭრება ნომრის ანგარიშიდან. თუ მოცემული მომენტისთვის აბონენტს ანგარიშზე არ აქვს საკმარისი თანხა, გავა მინუსში;
- შესაძლებელია ნომრის ხელმეორედ დაპაუზება,თუ აბონენტი სრულად დაფარავს ნომერზე არსებულ დავალიანებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- პაუზის ვადის გასვლისთანავე იგი მოიხსნება ავტომატურად;
- სურვილის შემთხვევაში, აბონენტს 30 დღის გასვლამდეც შეუძლია პაუზის მოხსნა;
- აბონენტს პაუზის მოხსნა შეუძლია მხოლოდ მაგთიკომის ოფისში მისვლით;
6-თვიანი დაპაუზების პირობები:
- 6-თვიანი დაპაუზება შეუძლია მხოლოდ ოფისში მისვლით;
- სერვისის ღირებულება 3 ლარი აბონენტს ჩამოეჭრება ბალანსიდან (არსებობის შემთხვევაში);
- პაუზის ვადის გასვლისთანავე იგი მოიხსნება ავტომატურად;
- სურვილის შემთხვევაში, აბონენტს 180 დღის გასვლამდეც შეუძლია პაუზის მოხსნა. აბონენტს პაუზის მოხსნა შეუძლია მხოლოდოფისში მისვლით;
დამატებითი ინფორმაცია დაპაუზებული ნომრის შესახებ:
- არ აკლდება არანაირი სააბონენტო გადასახადი;
- არ არის შესაძლებელი თანხის ჩარიცხვა;
- რეკავს ნებისმიერ უფასო საინფორმაციო ნომერზე;
- ვერ დაპორტირდება;
- პაუზის ვადის გასვლის შემდეგ ნომერი დაუბრუნდება დაპაუზებამდე არსებულ სტატუსს, შემდგომ სტატუსამდე დარჩენილი ვადის შენარჩუნებით;
- პაკეტები/ბონუსები/გააქტიურებული აქციები გაუქმდება შეთავაზების ვადების გათვალისწინებით;
- დაპაუზება არ ცვლის ნომერზე არსებული ბონუსებისა და აქტიური აქციების სარგებლობის ვადებს;