SMS/MMS სერვისი

SMS/MMS სერვისი ავტომატურად გააქტიურებულია ნომერზე.


SMS სერვისი

  • SMS-ის გაგზავნა შესაძლებელია როგორც საქართველში (0.06), ასევე საზღვარგარეთ (0.24);
  • ერთი SMS-ი ლათინური ფონტის გამოყენებისას მოიცავს 160 სიმბოლოს, ქართული ფონტის გამოყენებისას კი - 70 სიმბოლოს;
  • SMS-ში სიმბოლოების რაოდენობა დამოკიდებულია იმ ენაზე, რა ენაზეც კრეფთ ტექსტს.
    გაითვალისწინეთ, რომ ითვლება არა მხოლოდ ასოების რაოდენობა, არამედ ყველა სიმბოლო (წერტილი, მძიმე, გამოტოვებული სივრცე...);
  • სიმბოლოების ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში გაიგზავნება და აღირიცხება SMS-ების შესაბამისი რაოდენობა (მაგ.: ლათინური ფონტის შემთხვევაში,  340 სიმბოლოს გამოყენებით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება აღირიცხება 3 მოკლე ტექსტურ შეტყობინებად - 160+160+20=340 სიმბოლო)
  • მაგთის SMS ცენტრის ნომრებია: +99599599999; +99599599997; +99599599998

MMS სერვისი

MMS - მულტიმედიურ შეტყობინებათა მომსახურება, რომლის საშუალებითაც იგზავნება სურათი,  გრაფიკული გამოსახულება, აუდიო ან ვიდეოფაილები და ა.შ.

  • MMS-ის გაგზავნა/მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში.
  • იმისათვის, რომ გააგზავნოთ, ან მიიღოთ MMS-ი, აუცილებელია აქტიური ინტერნეტსერვისი და ტელეფონის მენიუში გაწერილი მაგთის MMS პარამეტრები.
    პარამეტრების მისაღებად დარეკეთ: 4430003  OK
  • MMS-ით გასაგზავნი/მისაღები ფაილის მოცულობა დამოკიდებულია კონკრეტულ მობილურ მოწყობილობაზე და შესაძლოა გაგზავნისას შემცირდეს ფაილის ხარისხი.
  • როუმინგით სარგებლობისას MMS-ის ღირებულების დაანგარიშება მოხდება გაგზავნილი/მიღებული მოცულობის - მეგაბაიტების მიხედვით.
  • მობილურმა მოწყობილობამ შესაძლოა დიდი მოცულობის SMS შეტყობინება გარდაქმნას MMS-ად.

MMS პარამეტრების ინსტრუქცია:

Android

MENU > settings > Connections/More networks > Mobile networks > Access Point Names
Name: magti
APN:  3g.ge
MMSC:  http://mms.magticom.ge
MMS Proxy: 081.095.160.016
MMS port:  9401
MCC: 282
MNC: 2

iPhone

MENU > settings > messages > MMS messaging ON
MENU > settings > Cellular > Cellular Data > Network > MMS
APN: mms.ge ან 3g.ge
MMSC:  http://mms.magticom.ge
MMS Proxy: 81.95.160.16:9401
MMS MAX MESSAGE SIZE: 512000
MMS UA Prof URL:  mms