გადაცემის სისტემების ინჟინერი
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიის შესახებ გადაცემის სისტემების ინჟინერის თანამდებობაზე.
დასაქმებულს მოუწევს საქმიანობა გადაცემის სატრანსპორტო ქსელის მომსახურებისა და განვითარების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
- სატრანსპორტო სისტემების ქსელის მუშაობის მონიტორინგი,მართვა და მომსახურება;
- MPLS, IP, SDH/PDH ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სატრანსპორტო ქსელის მოწყობილობების მონტაჟი და ქსელში ინტეგრაცია;
- ქსელში პრობლემებისა და დაზიანებების გამოვლენა და აღმოფხვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სატელეკომუნიკაციო ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- თანამედროვე სატრანსპორტო ქსელებში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების ცოდნა Cisco-ს CCNA სერტიფიკატის მოთხოვნების დონეზე (Ethernet (STP, .1q VLANs); TCP/IP protocols; Routing protocols (RIP, EIGRP, OSPF);
- სასურველია ასევე PDH, SDH ტექნოლოგიების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- მოტივირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე შპს "მაგთიკომის" მიერ;გამოგზავნილი მონაცემები შეინახება 1 წლის ვადით. თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების დამუშავება გთხოვთ მოგვწეროთ ამის შესახებ ელ-ფოსტაზე: vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.