ქსელის ინჟინერი/ადმინისტრატორი

შპს “მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას ქსელის ინჟინერის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • Enterprise დონის LAN/WAN ქსელების ადმინისტრირება და განვითარება;
  • ქსელური აპარატურის კონფიგურაცია, მართვა და მონიტორინგი;
  • ხარვეზების დიაგნოსტიკა და ოპერატიული აღმოფხვრა;
  • ქსელის წარმადობისა და მაღალმდგრადობის უწყვეტი ოპტიმიზაცია;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების და კონტროლების მხარდაჭერა ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით;
  • ქსელური დიაგრამების და ტექნიკური დოკუმენტაციის პერიოდული განახლება/მომზადება;

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სხვადასხვა მწარმოებლის ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Routing, Switching, TCP/IP, VLAN, Trunking, STP, IPSec, SSL, VPN ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქსელური მონიტორინგის სისტემებთან მუშაობა;
  • Cisco-ს სერტიფიკატი (CCNA / CCNP) ჩაითვლება უპირატესობად;
  • პრობლემის ანალიტიკურად გადაჭრის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • მუშაობის მოქნილი გრაფიკი;
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

 

მონაცემები  (CV)  გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ქსელის ინჟინერი/ადმინისტრატორი.  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV)  გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით,  რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“  მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 
გამოგზავნილი მონაცემები (CV)   შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ  ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.