მორიგი სიახლე მაგთის IP ტელევიზიის შესახებ

20 / თებერვალი / 2017

20 თებერვლიდან მაგთიკომი IP ტელევიზიის მომხმარებლებს ორ სიახლეს სთავაზობს:

ახალ მიმღებ მოწყობილობას (set top box) გამარტივებული ინტერფეისით და განახლებულ კონტენტს  - 250-მდე რეიტინგულ არხს

მაგთიკომმა IP ტელევიზიის შეთავაზება 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო, სამომავლო გეგმები დააანონსა და დასახული მიზნების განხორციელებას შეუდგა. მთავარი პრიორიტეტი IP ტელევიზიის მომხმარებლების ინტერესების შესწავლა და მათი დაკმაყოფილება იყო.

მაგთიკომმა მთლიანად შეცვალა IP ტელევიზიის პლატფორმა და მომხმარებლებს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მოწყობილობები - სეტ-ტოპ ბოქსები შესთავაზა.

2017 წლის 20 თებერვლიდან კი მიმღები მოწყობილობების ინტერფეისი მაქსიმალურად მიუახლოვა მომხმარებლების მოთხოვნებს.

20 თებერვლიდან მაგთის IP ტელევიზიის მართვის მენიუს სრულიად ახალი იერსახე მიეცა.

ძიების, გადართვის, გადახვევის და დაპაუზების ფუნქციების გამოყენება გაცილებით მარტივი, მოქნილი და მოსახერხებელი გახდა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ისე გაგვემარტივებინა ინტერფეისი, რომ მომხმარებელს ზედმეტი ძალისხმევა არ დასჭირვებოდა და არც დრო დაეკარგა ახალთან შესაგუებლად. ეს მიზანი მიღწეულია. უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული  მიმღები მოწყობილობის ინტერფეისი 20 თებერვლიდან ახლებური იერსახით არის წარმოდგენილი.

მიმღები მოწყობილობა მარტივი ვიზუალის გარდა, მოსახერხებელი ფუნქციონალითაც გამოირჩევა. გამარტივებული ნავიგაცია, გადართვის მკვეთრად გაზრდილი სიჩქარე, გადახვევის მნიშვნელოვნად გაზრდილი ვადები - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გამარტივდა“, - აცხადებენ მაგთიკომში.

განახლებული კონტენტი - 250-მდე რეიტინგული არხი

მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კონტენტის მხრივაც.

მაგთიკომმა შეარჩია როგორც ქართული, ისე უცხოური მაღალრეიტინგული კინო, სპორტული, შემეცნებითი, საინფორმაციო, საბავშვო, გასართობი თუ სხვა თემატიკის არხები.

20 თებერვლიდან მაგთის IP ტელევიზია მომხმარებლებს 51 ახალ, რეიტინგულ არხს სთავაზობს და ჯამში მათ 250-მდე არხის  მიღების შესაძლებლობა ექნებათ.    

„ინტერფეისის დახვეწას და არხების რაოდენობის ზრდას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ამიტომ ამ პროცესზე მუშაობა მუდმივად გრძელდება”, - აცხადებენ მაგთიკომში.

WiFi როუტერი

კიდევ ერთი სიახლე - ინტერნეტისა და IP ტელევიზიის ჩართვისას მაგთიკომი მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს WiFi როუტერს, რაც სახლში ინტერნეტსიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფს.