მაგთიკომის ინიციატივითა და მხარდაჭერით ქართველი მხატვრის, ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევართა ალბომი გამოიცა

08 / სექტემბერი / 2016

მაგთიკომმა ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას კიდევ ერთი ალბომი მიუძღვნა - ამჯერად მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევართა ალბომი გამოიცა.

7 სექტემბერს, 19:00 საათზე, მაგთი კლუბში ალბომის პრეზენტაცია და მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

„მისი არტისტული ენა, უფრო სწორად, ცნებები, ერთგვარი ნოეს კიდობანია და მხოლოდ მხატვარმა იცის ამ კიდობნის საიდუმლო. მას კარნავალური ფამილარიზმით შევყავართ "ისტორიის სცენაზე", "ისტორის გადასაღებ მოედანზე", მხატვარი მძაფრად გრძნობს ადამიანს, როგორც სასრულ არსებას, თავის ტრაგი-კულ ყოფიერებას უსასრულო ამოცანას რომ უწყვეტს, და ამას აკეთებს თავისი პარადოქსული ელეგანტურობით და ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქით“, - წერს ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე ჯემალ კუხალაშვილის შემოქმედების შესახებ.

„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ ეგიდით და ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით მაგთიკომმა არაერთი მხატვრის, მოქანდაკისა თუ არქიტექტორის ნამუშევართა ალბომი გამოსცა, მათ შორისაა: ირაკლი ფარჯიანი, ედმონდ კალანდაძე, თემო ჯაფარიძე, რადიშ თორდია, მერაბ აბრამიშვილი, კოკი მახარაძე, დიმიტრი ერისთავი, თემო გოცაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ელგუჯა ამაშუკელი, ოთარ ჩხარტიშვილი, ემირ ბურჯანაძე, ბიძინა ავალიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გოგი ჩაგელიშვილი, გიგა ბათიაშვილი, გივი ჯაფარიძე, ვაჟა ორბელაძე, მერაბ მერაბიშვილი, ლადო ქუთათელაძე, ვახტანგ დავითაია.

მაგთიკომი მომავალშიც არ დაარღვევს ტრადიციას და გააგრძელებს ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას.