მაგთიკომმა საკაბელო ინტერნეტის და ინტერნეტ-ტელევიზიის (IPTV) მიწოდება დაიწყო

01 / აგვისტო / 2016

1 აგვისტოდან, მაგთიკომი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის კავკასუს ონლაინის საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონიის და ჰოსტინგის მომსახურების მიწოდებას.

ინტეგრაციის პროცესი დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. შედეგად, მომხმარებლები მრავალფეროვან და ინოვაციურ პროდუქტებს მიიღებენ.

მაგთიკომი საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც არა მხოლოდ სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ მომხმარებელს მომსახურებას სთავაზობს მსოფლიოში არსებული ყველა ტექნოლოგიით.

მაგთიკომი საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ:

  • 2 ტიპის ინტერნეტით - მობილური და საკაბელო;
  • 2 ტიპის ტელევიზიით - თანამგზავრული და IPTV;
  • 2 ტიპის ფიქსირებული ტელეფონიით - რადიო და საკაბელო;
  • მობილური ტელეფონიით - რომელიც მობილური ტელეკომუნიკაციის განვითარების ყველა საფეხურს მოიცავს: 2G, 3G, 4G ქსელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად, მხოლოდ მაგთიკომის აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა, მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიით - 4.5G LTE Advanced ქსელით ისარგებლონ

სერვისით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ მაგთიკომის მომსახურების ოფისებს ან დარეკონ ნომერზე:

11 00 11 - მობილური ქსელიდან
+995 32 217 00 00 - ნებისმიერი ქსელიდან
მაგთიკომის ქსელიდან ზარი უფასოა