მაგთის სტიპენდია კიდევ 10 პირველკურსელს მიენიჭა

07 / ნოემბერი / 2017

მაგთიკომმა არც წელს დაარღვია ტრადიცია და, გასული წლების მსგავსად, ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე ათი პირველკურსელი სტუდენტი 1-წლიანი სტიპენდიით, 1200 ლარით დააჯილდოვა.

მაგთის ახალი სტიპენდიატები გახდნენ: ერეკლე ყალიჩავა, ანა ბერიძე, ნიკოლოზ ღამბაშიძე, დავით ოქროპირიძე, სანდრო ბერაძე, თორნიკე დავითაშვილი, მარიამ არუსტაშვილი, ლევან ბერელიძე, ირაკლი ხაბულიანი და შერმადინ ოსაძე.

სხვა საჩუქრებთან ერთად, მაგთის სტიპენდიატებს „ჟანგბადის“ პაკეტებიც გადაეცათ: „ჟანგბადი“ 1-კვირიანი პაკეტია, 1000 მეგაბაიტი მობილური ინტერნეტით და 1000 SMS-ით, და ის განსაკუთრებით სტუდენტებს აინტერესებთ, რადგან მოსახერხებელია და ხელმისაწვდომი.

„მაგთის სტიპენდია უკვე ტრადიციადაა ქცეული და სასიამოვნო სტიმულია წარმატებული სტუდენტებისთვის, მაგთიკომი მომავალშიც გააგრძელებს განათლების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას“, - აცხადებენ მაგთიკომში.