ერთი დღე მულტფილმში

05 / ივნისი / 2017

ერთი დღე მულტფილმში - ასე უწოდეს ზეიმს, რომელიც მაგთიკომმა და ამერიკულმა არხმა Cartoon Network-მა პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის 3 ივნისს, მთაწმინდის პარკში გამართეს.

როგორც მაგთისატი, ისე მაგთის IP ტელევიზია არხების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგთიკომისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისი პატარა მაყურებლები, რომლებსაც მსოფლიოში პოპულარულ საბავშვო არხებს სთავაზობს, მათ შორისაა არხი Cartoon Network.

3 ივნისს მაგთიმ და Cartoon Network-მა ნამდვილ მულტფილმში მოიწვია ბავშვები: მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა გულისხმობდა მულტფილმების ჩვენებას ღია ცის ქვეშ, ექსპერიმენტების ჩატარებას ლაბორატორიაში, თოჯინების თეატრის წარმოდგენას, მხიარულ თამაშებს და თამაშებში გამარჯვებულთა დაჯილდოებას. . .

ამ ღონისძიებას კი წინ ერთვოდა მაგთის კონკურსი, რომელიც კომპანიამ Facebook გვერდზე თავისი პატარა მეგობრებისთვის გამოაცხადა: მათ უნდა დაეხატათ საყვარელი გმირები Cartoon Network-ის მულტფილმებიდან და გაეგზავნათ მაგთის facebook-გვერდზე.

3 ივნისს, მთაწმინდის პარკში, მაგთის კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვედრილ პატარა მხატვრებს გადაეცათ პრიზები:

  • Samsung-ის სმარტფონები მაგთისგან;
  • სამახსოვრო სუვენირები Cartoon Network-ისგან;
  • 50-ლარიანი ვაუჩერები - მთაწმინდის პარკისგან.

„მაგთიკომი მომხმარებელს 250-მდე მაღალრეიტინგულ და სხვადასხვა შინაარსით გამორჩეულ არხებს სთავაზობს, რათა გათვალისწინებული იყოს ყველა სეგმენტის გემოვნება და ინტერესები. ბოლო პერიოდში 50 ახალი არხი დაგვემატა და ეს პროცესი მუდმივად გაგრძელდება.“ - აცხადებენ მაგთიკომში.