Oracle-ის მონაცემთა ბაზის რეპორტინგის დეველოპერი

შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას Oracle-ის მონაცემთა ბაზის რეპორტინგის დეველოპერი პოზიციაზე.

დასაქმებულს მოუწევს დიდი მოცულობის მონაცემებთან გაცნობა, მუშაობა, მათი მხარდაჭერა და განვითარება.

ძირითადი მოვალეობები:

  • პერიოდული და  Ad Hoc რეპორტების მომზადება/ანალიზი
  • მონაცემების შესწავლა (საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირებთან კომუნიკაცია)
  • სხვადასხვა ვიზუალიზაციის თულების გამოყენებით რეპორტების აწყობა
  • რეპორტების ავტომატიზაცია, ოპტიმიზაცია
  • შემოსული დავალებების დროში ოპტიმალურად განაწილება

მოთხოვნები და უნარები:

  • SQL ენის ცოდნა (PL SQL-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი
  • მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
  • დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
  • რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა

სამუშაო პირობები:

  • მუშაობის მოქნილი გრაფიკი
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

 

მონაცემები ფოტოსურათით (CV)  გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზეvakansia@magticom.ge ა.წ. 20 მაისის ჩათვლით. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.