ფოტოკონკურსი „რაკურსი“ (2019)

მაგთიკომისა და ნეოსტუდიის ერთობლივი ფოტოკონკურსი ფოტოხელოვნების მოყვარულთათვის!

  • ყოველი თვის პირველ რიცხვში მაგთიკომის Facebook და Instagram გვერდებზე განთავსდება თვის თემა.
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თემის შესაფერისი ერთი ფოტო უნდა გამოაგზავნოთ მაგთიკომის Instagram-ზე - პირადი მესიჯით.

კონკურსი გაგრძელდება 10 თვის განმავლობაში და ყოველთვე 2 გამარჯვებული გამოვლინდება.
თვის გამარჯვებულებს შორის გამოვლინდებიან ფინალისტები.

პრიზები:

  • თვის გამარჯვებულებს - 10 000 მბ მაგთის მობილური ინტერნეტი.

კონკურსის ფინალში გამარჯვებულებს

მაგთიკომის პრიზი:

  • I ადგილი - 5 000 ლარი;
  • II ადგილი - 3 000 ლარი;
  • III ადგილი (Facebook კონკურსის გამარჯვებული) – 2 000 ლარი;

ნეოსტუდიის პრიზი:

  • ჟურნალ “მუდმივის” გამოცემაში სარეკლამო გვერდი გამარჯვებულის ფოტოს განსათავსებლად.
კონკურსი დაიწყება 2019 წლის 14 თებერვალს და გაგრძელდება 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით.
ყოველი თვის თემა დაიდება თვის პირველ რიცხვში, 10:00-ზე.
თვის თემატიკის ფოტოების მიღება გაგრძელდება თვის ბოლო რიცხვის 00:00-მდე.
თვის გამარჯვებულები გამოვლინდებიან მომდევნო თვის დასაწყისში.
გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაში, მაგთიკომის და ნეოსტუდიის თანამშრომლების გარდა, მოწვეული იქნებიან პროფესიონალი ფოტოგრაფები - სერგო ედიშერაშვილი და ლელი ბლაგონრავოვა.

კონკურსის ფინალი:

2019 წლის დეკემბერში 20 ფინალისტს შორის გაიმართება საბოლოო კონკურსი.

  • მაგთიკომისა და ნეოსტუდიის გუნდთან ერთად, ფოტოგრაფები შეარჩევენ
    5 000 ლარიანი და 3 000 ლარიანი პრიზების მფლობელებს.
  • დარჩენილ 18 ფინალისტს შორის გაიმართება Facebook კონკურსი,
    2 000 ლარიანი პრიზის მფლობელს სწორედ ჩვენი Facebook მეგობრების რჩეული მიიღებს.
  • ასევე, გახდება ცნობილი, თუ რომელი ფოტო მოიპოვებს ნეოსტუდიის პრიზს - ჟურნალ „მუდმივის“ გამოცემაში სარეკლამო გვერდს ფოტოს განსათავსებლად.

კონკურსის პირობები და წესები:
  • 1 მონაწილისგან თვის განმავლობაში მიიღება მხოლოდ ერთი თემატური ფოტო;
  • მიიღება მხოლოდ მაგთიკომის instagram-ზე პირადი მესიჯით შემოსული ფოტოები.
  • ფოტოების მიღება ხდება მაქსიმუმ 48 საათში ერთხელ (აუცილებლად მიიღებთ პასუხს).
  • იმისათვის, რომ ფოტომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, ის უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას (თვის თემა ყოველი თვის პირველ რიცხვში, 10:00-ზე დაიდება მაგთიკომის Facebook და Instagram გვერდებზე).
  • ფოტო უნდა იყოს მონაწილის გადაღებული, ინტერნეტში მოძიებული ფოტო ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში;
  • ფოტოკონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს გრაფიკული დიზაინით ან ფოტომონტაჟით შექმნილი ფოტოები.
  • შემოსული ფოტოები ინახება და თვის ბოლოს ყველა შემოსული ფოტო იგზავნება ჟიურისთან შესაფასებლად.
  • თვის განმავლობაში შეირჩევა რამდენიმე ფოტო - საჩვენებლად, რომლებიც დაიდება მაგთიკომის Facebook და Instagram გვერდებზე.
  • გამარჯვებული კონკურსში მონაწილეობით ადასტურებს მის თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა თუ კამპანიაში, რომელიც „მაგთიკომის“ ან/და „ნეოსტუდიის“ მიერ იქნება ორგანიზებული;
  • ფოტოს ატვირთვა ავტომატურად გულისხმობს კონკურსში მონაწილეობას. კომპანია უფლებამოსილია არ განიხილოს ფოტო, რომელიც არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს. იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის გადაწყვეტილებით ვერ გამოვლინდა თვის გამარჯებული, ჟიური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თვის კონკურსის ხელახლა ჩატარების (თემის შეცვლით ან მის გარეშე) ან მომავალ თვეში დამატებით ორი გამარჯვებული გამოვლენის თაობაზე.
  • კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირის მიერ წამოყენებული იქნება რაიმე პრეტენზია მაგთიკომის ან/და ნეოსტუდიის მიმართ ფოტოსთან, მის უფლებებთან (როგორც ქონებრივ ასევე არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან) დაკავშირებით, მაშინ მაგთიკომი და ნეოსტუდია არ არიან რაიმე ფორმით პასუხისმგებელი აღნიშნული მესამე პირების მიმართ;
  • კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და გადასცემს მაგთიკომს და ნეოსტუდიას უფლებას, კონკურსანტის მიერ ატვირთული ფოტო შემდგომში გამოიყენონ საკუთარი (მაგთიკომი/ნეოსტუდია) შეხედულებისამებრ;
  • მაგთიკომის ან/და ნეოსტუდიის თანამშრომლები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ;
  • პრიზის გატანას შეძლებს მხოლოდ სრულწლოვანი პირი.

თემები
  • თებერვლის თემა - „გულით ნაჩუქარი“
  • მარტის თემა - "მარტი"
  • აპრილის თემა - "ცეკვა"
  • მაისის თემა - "თეთრი და შავი"
  • ივნისის თემა - "წყალი"
  • ივლისის თემა - "ზაფხული საქართველოში"
  • აგვისტოს თემა - „ფერადი სამყარო“
  • სექტემბრის თემა - „ფაუნა“
  • ოქტომბრის თემა - „სიზმარი“
    გამარჯვებული 4 ნოემბერს გამოვლინდება


„რაკურსი 2019“-ის გამარჯვებულები


ფოტოკონკურსი რაკურსის ფოტოარქივი: