ფოტოკონკურსი - „რაკურსი“ (2018)

მაგთიკომისა და ნეოსტუდიის ერთობლივი ფოტოკონკურსი ფოტოხელოვნების მოყვარულთათვის.

2018 წელს ფოტოკონკურსი განსხვავებული პირობით იწყება.

ყოველთვე, ნეოსტუდიისა და მაგთიკომის მიერ შერჩეული იქნება თვის თემა.

ყოველი თვის დასაწყისში თვის თემა განთავსდება მაგთიკომის INSTAGRAM და FACEBOOK გვერდებზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა კონკურსის თემატიკის შესაფერისი ფოტო პირადი მესიჯით უნდა გამოაგზავნონ მაგთიკომის Instagram-ზე.

  • კონკურსი გაგრძელდება 10 თვის განმავლობაში და ყოველთვე 1 გამარჯვებული გამოვლინდება.
    გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაში, მაგთიკომის და ნეოსტუდიის თანამშრომლების გარდა, მოწვეული იქნებიან პროფესიონალი ფოტოგრაფები.
  • თვის გამარჯვებულებს შორის გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები.

პრიზები:

თვის გამარჯვებულს - 10 000 მბ მაგთის ინტერნეტი.

კონკურსის ფინალში გამარჯვებულებს

მაგთიკომის პრიზი:

  • I ადგილი - 5 000 ლარი;
  • II ადგილი - 3 000 ლარი;
  • III ადგილი - 2 000 ლარი;

ნეოსტუდიის პრიზი:

  • ჟურნალ “მუდმივის” გამოცემაში სარეკლამო გვერდი გამარჯვებულის ფოტოს განსათავსებლად.

კონკურსი დაიწყება 2018 წლის 1 თებერვალს და გაგრძელდება 2018 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.

ყოველი თვის თემა დაიდება თვის პირველ რიცხვში, 10:00-ზე.
თვის თემატიკის ფოტოების მიღება გაგრძელდება თვის ბოლო რიცხვის 00:00-მდე.

თვის გამარჯვებული გამოვლინდება მომდევნო თვის დასაწყისში.

2018 წლის დეკემბერში 10 ფინალისტს შორის გაიმართება საბოლოო კონკურსი.

მაგთიკომისა და ნეოსტუდიის გუნდთან ერთად, ფოტოგრაფები შეარჩევენ 5 000 ლარიანი და 3 000 ლარიანი პრიზების მფლობელებს.

ასევე, გახდება ცნობილი, თუ რომელი ფოტო მოიპოვებს ნეოსტუდიის პრიზს - ჟურნალ „მუდმივის“ გამოცემაში სარეკლამო გვერდს ფოტოს განსათავსებლად.

დარჩენილ 7 ფინალისტს შორის გაიმართება Facebook კონკურსი, 2 000 ლარიანი პრიზის მფლობელს სწორედ ჩვენი FACEBOOK მეგობრების რჩეული მიიღებს.

კონკურსის პირობები და წესები:

  • იმისათვის, რომ ფოტომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, ის უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას (თვის თემა ყოველი თვის პირველ რიცხვში, 10:00-ზე დაიდება მაგთიკომის FACEBOOK და INSTAGRAM გვერდებზე).
  • ფოტო უნდა იყოს მონაწილის გადაღებული, ინტერნეტში მოძიებული ფოტო ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში;
  • ფოტოკონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს გრაფიკული დიზაინით ან ფოტომონტაჟით შექმნილი ფოტოები.
  • 1 მონაწილისგან თვის განმავლობაში მიიღება მხოლოდ ერთი თემატური ფოტო;
  • მიღებული ფოტოებიდან ჩვენს სოციალურ გვერდებზე იდება მხოლოდ ჟიურის ფავორიტი ფოტოები, ყველა მიღებულ ფოტოს განიხილავს ჟიური;
  • გამარჯვებული კონკურსში მონაწილეობით ადასტურებს მის თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა თუ კამპანიაში, რომელიც „მაგთიკომის“ ან/და „ნეოსტუდიის“ მიერ იქნება ორგანიზებული;
  • ფოტოს ატვირთვა ავტომატურად გულისხმობს კონკურსში მონაწილეობას. კომპანია უფლებამოსილია არ განიხილოს ფოტო, რომელიც არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს.
  • კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირის მიერ წამოყენებული იქნება რაიმე პრეტენზია მაგთიკომის ან/და ნეოსტუდიის მიმართ ფოტოსთან, მის უფლებებთან (როგორც ქონებრივ ასევე არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან) დაკავშირებით, მაშინ მაგთიკომი და ნეოსტუდია არ არიან რაიმე ფორმით პასუხისმგებელი აღნიშნული მესამე პირების მიმართ;
  • კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და გადასცემს მაგთიკომს და ნეოსტუდიას უფლებას, კონკურსანტის მიერ ატვირთული ფოტო შემდგომში გამოიყენონ საკუთარი (მაგთიკომი/ნეოსტუდია) შეხედულებისამებრ;
  • მაგთიკომის ან/და ნეოსტუდიის თანამშრომლები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ;
  • პრიზის გატანას შეძლებს მხოლოდ სრულწლოვანი პირი.