„რაკურსი“ - ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

11 / იანვარი / 2019

მაგთიკომისა და ნეოსტუდიის ერთობლივი ფოტოკონკურსი „რაკურსი“ 2 წელია წარმატებით ტარდება. კონკურსის მიზანი მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფების წახალისება და მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.

ფოტოკონკურსში 5 000-მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა თემებზე 19 გამარჯვებული გამოვლინდა.

გამარჯვებულ ნამუშევრებს მაგთიკომისა და ნეოსტუდიის გუნდთან ერთად, პროფესიონალი ფოტოგრაფები ბატონი სერგო ედიშერაშვილი და ქალბატონი ლელი ბლაგონრავოვა არჩევდნენ.

„რაკურსის“ 2018 წლის ფინალისტები:

  • მაგთიკომის მიერ დაწესებული პირველი პრიზის - 5 000 ლარის მფლობელი გახდა ერეკლე სოლოღაშვილი (თემა „ამბავი“)
  • მაგთიკომის მეორე პრიზი - 3 000 ლარი - გადაეცა თათო აბდუშელიშვილს (თემა „პორტრეტი“).
  • მაგთიკომის მესამე პრიზის მფლობელი გამოავლინეს Facebook მეგობრებმა და 2 000 ლარი გადაეცა ნინო გელაშვილს (თემა „რაკურსი“).
  • ნეოსტუდიის პრიზი, ჟურნალ „მუდმივის“ გამოცემაში სარეკლამო გვერდი ფოტოს განსათავსებლად, მოიპოვა გიორგი მექერიშვილმა (თემა „მარტივი კომუნიკაცია“).