„პიანინო“ - დავით ალადაშვილის და მაგთის მუსიკალური ტურნე

22 / აგვისტო / 2018

27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთი“ წარმოგიდგენთ მუსიკალურ ტურნეს "პიანინო".

დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს.

ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას.

პროექტის მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა.

„განსაკუთრებით მიხარია და დიდი პატივია, რომ ბევრგან პირველად გაჟღერდება კლასიკური მუსიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა აღმოაჩენს და შეიყვარებს ფორტეპიანოს” - ამბობს დავით ალადაშვილი.

კონცერტების სერია დაგეგმილია:

  • 27, 28 აგვისტო - კახეთი;
  • 29 აგვისტო - მცხეთა-მთიანეთი;
  • 30 აგვისტო - ქვემო ქართლი;
  • 31 აგვისტო - შიდა ქართლი;
  • 1 სექტემბერი - სამცხე-ჯავახეთი;
  • 2, 3 სექტემბერი - აჭარა;
  • 4 სექტემბერი - გურია;
  • 5 სექტემბერი - იმერეთი;
  • 6 სექტემბერი - რაჭა-ლეჩხუმი;
  • 7, 8, 9 სექტემბერი - სამეგრელო-ზემო სვანეთი.

ტურნეს დასკვნითი კონცერტი 22 სექტემბერს თბილისში გაიმართება, მაგთის დაბადების დღის აღსანიშნავად.

კონცერტები ღია ცის ქვეშ ჩატარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უსასყიდლოდ შეეძლება.

უმასპინძლე კლასიკურ მუსიკას შენს რეგიონში!

მაგთიკომი წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ კულტურასა და ხელოვნებას. „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ დევიზით მაგთიკომმა ქართული მხატვრობის, მწერლობის, თეატრის, კინოსა და მუსიკის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.