დროებითი შეჩერების სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია:
- იყოთ აქტიური აბონენტი;
- სასურველი შეჩერების თარიღისათვის არ გერიცხებოდეთ დავალიანება იმ მომსახურებაზე, რომლის შეჩერებაც გსურთ უფასოდ, ხოლო ფასიანი შეჩერებისთვის დამატებით გქონდეთ ანგარიშზე ფასიანი შეჩერების სრული პერიოდისთვის სამყოფი თანხა;
დროებითი შეჩერების სერვისის პირობები:
შეჩერების მაქსიმალური ვადა - საანგარიშო წლის განმავლობაში 270 დღე;
- უფასოდ შეჩერება - მაქსიმუმ 30 დღით (მინიმუმ 7-დღიანი უწყვეტი პერიოდით);
- ფასიანი შეჩერება - 30 დღე / 5 ლარი;
- შეჩერების შემთხვევაში აბონენტს შეუძლია, მოითხოვოს მომსახურების ვადაზე ადრე გააქტიურება, თუმცა ასეთ დროს ფასიანი შეჩერებისთვის გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
- იმ აბონენტებს, რომლებიც სარგებლობენ როგორც ინტერნეტის, ასევე IPTV მომსახურებით, შეუძლიათ, დროებით შეაჩერონ ორივე მომსახურება ან მხოლოდ ერთ-ერთი.
ნებისმიერი მომსახურების შეჩერება იწვევს 270 დღისთვის გამოყენებული დღეების გამოკლებას. - დეტალური პირობები იხილეთ ხელშეკრულებაში.
დროებითი შეჩერების სერვისის გასააქტიურებლად რეგისტრირებული საკონტაქტო ნომრიდან დარეკეთ ცხელ ხაზზე:
11 00 11 – მობილური ქსელიდან.
032 217 00 00 – ნებისმიერი ქსელიდან.
მაგთიკომის ქსელიდან ზარი უფასოა.