მხიარული ზუმერი

მობილურზე სტანდარტული ზუმერის ნაცვლად შეგიძლიათ დააყენოთ საკუთარი აუდიოფაილი.

საკუთარი აუდიოფაილის ზუმერად დაყენება

  • საკუთარი აუდიოფაილის საერთო ზუმერად დასაყენებლად გაგზავნეთ ფაილი MMS-ით ნომერზე 52225.
  • საკუთარი აუდიოფაილის პერსონალურ ზუმერად დასაყენებლად MMS-ის ტექსტში ჩაწერეთ 5XXYYYYYY (სადაც 5XXYYYYYY აბონენტის 9-ნიშნა ნომერია).
  • საკუთარი აუდიოფაილის პერსონალურ ზუმერად ერთდროულად რამდენიმე ნომრისთვის დასაყენებლად MMS-ის ტექსტში სასურველი ნომრები ჩაწერეთ ინტერვალით (ან გამოყავით სიმბოლოთი *).
  • საკუთარი აუდიოფაილის ზუმერად დაყენების ღირებულებაა 10 თეთრი (ყოველ განსხვავებულ ნომერზე), რასაც დაემატება 1 MMS-ის ღირებულება.
  • ზუმერით სარგებლობის დღიური სააბონენტოა 3 თეთრი.
  • არსებული ზუმერის შესაცვლელად დააყენეთ ახალი და ის ავტომატურად ჩაანაცვლებს ძველს.

მხიარული ზუმერის გამორთვა:

  • საერთო ზუმერის გამოსართავად აკრიფეთ: 522250 OK
  • პერსონალური ზუმერის გამოსართავად აკრიფეთ: 522250, აბონენტის 9-ნიშნა ნომერი და OK
  • ყველა ზუმერის გამოსართავად აკრიფეთ: 522250000 OK