ერთსიხშირიანი მოდემი

მომსახურების პირობები და ტარიფები

ინტერნეტპაკეტის დასახელება30-დღიანი სარგებლობის ღირებულებატრაფიკი*
სტარტი104 000 მბ
ეკონომი156 000 მბ
სტანდარტი3015 000 მბ
ულიმიტო150ულიმიტო

* მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებთ მეგაბაიტების ამოწურვამდე. ამის შემდეგ, 30-დღიანი ვადის გასვლამდე, ისარგებლებთ შემცირებული სიჩქარით.
„სტარტ“, „ეკონომ“ და „სტანდარტ“ პაკეტების ხელახლა შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიხშირით.

ასევე შეგიძლიათ, სერვისის 30-დღიანი ვადის გასვლამდე კვლავ ისარგებლოთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით პორტალიდან https://www.magticom.ge/hspa-modem დამატებითი პაკეტის შეძენით: 500 მბ 2 ლარად ან 1000 მბ 4 ლარად. დამატებითი პაკეტის დახარჯვა შეგიძლიათ ძირითადი პაკეტის გამოყენების ვადის (30 დღე) გასვლამდე.

მომსახურების პაკეტს ირჩევთ ინტერნეტპორტალიდან:
შეუერთეთ თქვენი მოდემი კომპიუტერს, შედით ინტერნეტპორტალზე https://www.magticom.ge/hspa-modem > სერვისის აქტივაცია > და აირჩიეთ სასურველი პაკეტი.

მოდემის ანგარიშის შევსება შეგიძლიათ:

  • მაგთიკომის ნებისმიერ ოფისში;
  • USSD სერვის-მენიუს გამოყენებით:
    მობილურებიდან აკრიფეთ *111 # OK, სერვის-მენიუში აირჩიეთ > HSPA+ > ანგარიშის შევსება
    და მიჰყევით ინსტრუქციას;
  • მომენტალური გადახდის აპარატებით;
  • ინტერნეტპორტალით: შეუერთეთ მოდემი კომპიუტერს, შედით
    ინტერნეტპორტალზე https://www.magticom.ge/hspa-modem > ანგარიშის შევსება > მონო-ბარათის კოდი;
  • თანხის გადარიცხვით მაგთის ნომრიდან: #888 მოდემის ნომერი # გადასარიცხი თანხა, OK;
  • მაგთიკომის ვებ-გვერდიდან, საბანკო ბარათით.

ანგარიშის შემოწმება
ანგარიშის შემოწმება შესაძლებელია როგორც ინტერნეტპორტალიდან: https://www.magticom.ge/hspa-modem, ასევე მობილურიდან სერვის-მენიუს საშუალებით:
აკრიფეთ * 111 # OK > HSPA+ და მიჰყევით ინსტრუქციას.


მოდემის მომსახურების პირობები:

  • ანგარიშზე თანხის ან მეგაბაიტების არსებობის შემთხვევაში მოდემი აქტიური იქნება ბოლო გადახდიდან ან ბოლო ფასიანი ქმედებიდან 30 დღის განმავლობაში;
  • ანგარიშზე თანხის ან მეგაბაიტების არარსებობის შემთხვევაში 30 დღეში მოდემი გაითიშება.
  • გათიშვიდან 60 დღის შემდეგ მოდემი გაუქმდება.