ნომრის პორტირება

ნომრის პორტირება საშუალებას გაძლევთ, თქვენი არსებული ნომრის შეუცვლელად გახდეთ მაგთიკომის აბონენტი.
ნომრის პორტირება უფასოა.

პორტირების პროცედურა:

  • გაეცანით განაცხადის ფორმას სრულყოფილად;
  • პორტირების განაცხადის შევსება შესაძლებელია მაგთიკომის ნებისმიერ ოფისში;
  • აირჩიეთ სასურველი ბრენდი, გაეცანით პორტირების პირობებს და განაცხადზე ხელმოწერით დაადასტურეთ თანხმობა ჩვენს ქსელში პორტირებასთან დაკავშირებით;
  • იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს პორტირებაზე უარის თქმის საფუძველი, პროცესი დასრულდება 24 საათში (მომდევნო სამუშაო დღეს);
  • თუ პორტირებისათვის აუცილებელია დამატებითი სამუშაოების ჩატარება, ფიქსირებული ან VoIP ნომრის შემთხვევაში, პორტირების ვადას შესაძლოა დაემატოს 7 სამუშაო დღე).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
სააბონენტო ნომრის გაუქმების (ტერმინაციის) შემთხვევაში, ნომერი უბრუნდება მის თავდაპირველ მფლობელ ოპერატორს, ამიტომ მიმღებ ოპერატორთან ნომრის აღდგენა შეუძლებელია.

ხშირად დასმული კითხვები:
შემიძლია თუ არა განაცხადის სხვის მაგივრად შევსება / სხვაზე გაფორმებული ნომრის პორტირება?შევსებულ განაცხადს ხელი უნდა მოაწეროს და წარადგინოს (მაგთიკომის ოფისში, პირადობის დამადასტურებელი საბუთის თანხლებით) იმ პირმა, რომელზეც არის გაფორმებული დასაპორტირებელი ნომერი.
როდის მოხდება პორტირება?როგორც წესი, პორტირება ახალ ქსელში სრულდება განაცხადის წარდგენიდან 24 საათში, სამუშო დღეს, თუ არ არსებობს პორტირებაზე უარის თქმის მიზეზები. მაგალითად:
- დასაპორტირებელ ნომერზე ირიცხება გასული თვის დავალიანება და/ან დასაპორტირებელი ნომრის შემოწმებისას მასზე ფიქსირდება მომსახურების შეზღუდვა მიმდინარე დავალიანების გამო
რა შემთხვევაში შეიძლება ვერ განხორციელდეს ნომრის პორტირება? /უარის მიზეზები/:ნომრის პორტირება ვერ განხორციელდება, თუ:
- დასაპორტირებელი ნომერი გაფორმებულია სხვა პირზე და არა პორტირების განაცხადის წარმდგენზე ან ნომრის მფლობელი დაუდგენელია;
- დასაპორტირებელ ნომერზე ირიცხება გასული თვის/თვეების დავალიანება და/ან დასაპორტირებელი ნომრის შემოწმებისას მასზე ფიქსირდება მომსახურების შეზღუდვა მიმდინარე დავალიანების გამო;
- ქსელში ჩართვიდან (აბონენტად გახდომიდან) ან სააბონენტო ნომრის უკანასკნელი პორტირებიდან არ გასულა 30 დღე;
- პორტირების მსურველ პირს უკვე წარდგენილი აქვს განცხადება იგივე სააბონენტო ნომრის სხვა ოპერატორის ქსელში პორტირების თაობაზე.
შემიძლია თუ არა პორტირების განაცხადის ხელმეორედ შევსება?ნომრის პორტირებაზე ხელმეორე განაცხადის შევსება შესაძლებელია:
- პორტირებაზე უარის მიღების შემთხვევაში, უარის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ;
- უკვე პორტირებული ნომრის ხელმეორედ პორტირების სურვილის შემთხვევაში, ამ ნომრის უკანასკნელი პორტირებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.
იცვლება თუ არა ნომერი პორტირებისას?ნომრის სხვა ქსელში და ერთი და იმავე ქსელის სხვა ბრენდში პორტირებისას ნომერი არ იცვლება, რჩება იგივე.
რამდენჯერ შემიძლია ნომრის პორტირება?ნომრის განმეორებით პორტირება შესაძლებელია ნებისმიერი სიხშირით, უკანასკნელი პორტირებიდან 30 დღის შემდეგ.
შესაძლებელია თუ არა ნომრის პორტირების მოთხოვნის გაუქმება?ნომრის პორტირების მოთხოვნის გაუქმება შესაძლებელია პორტირების დრომდე 1 საათით ადრე.
პორტირების გასაუქმებლად უნდა მობრძანდეთ მაგთიკომის მომსახურების ნებისმიერ ოფისში.