SEARCH_ON_MAGTICOM

ნომრის დაპაუზება

შეინარჩუნეთ თქვენი მობილურის ნომერი 1 ან 6 თვით ისე, რომ არ მიიღოთ შემავალი/გამავალი ზარი ან SMS.

დამატებითი ინფორმაცია

სერვისის ღირებულება:

  • 1-თვით:1 ლარი; (დაპაუზების დღეს + 30 კალენდარულ დღე);
  • 6-თვით: 3 ლარი ( დაპაუზების დღეს + 180 კალენდარულ დღე);

1-თვიანი დაპაუზების პირობები:

  • დაპაუზება შეუძლია ოფისში მისვლით ან ცხელ ხაზზე დარეკვით (მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი მაგთიკომის როუმერისთვის);
  • დაპაუზების მოთხოვნისას აბონენტს საფასური (1 ლარი) ჩამოეჭრება ნომრის ანგარიშიდან. თუ მოცემული მომენტისთვის აბონენტს ანგარიშზე არ აქვს საკმარისი თანხა, გავა მინუსში;
  • შესაძლებელია ნომრის ხელმეორედ დაპაუზება,თუ აბონენტი სრულად დაფარავს ნომერზე არსებულ დავალიანებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • პაუზის ვადის გასვლისთანავე იგი მოიხსნება ავტომატურად;
  • სურვილის შემთხვევაში, აბონენტს 30 დღის გასვლამდეც შეუძლია პაუზის მოხსნა;
  • აბონენტს პაუზის მოხსნა შეუძლია მხოლოდ მაგთიკომის ოფისში მისვლით;

6-თვიანი დაპაუზების პირობები:

  • 6-თვიანი დაპაუზება შეუძლია მხოლოდ ოფისში მისვლით;
  • სერვისის ღირებულება 3 ლარი აბონენტს ჩამოეჭრება ბალანსიდან (არსებობის შემთხვევაში);
  • პაუზის ვადის გასვლისთანავე იგი მოიხსნება ავტომატურად;
  • სურვილის შემთხვევაში, აბონენტს 180 დღის გასვლამდეც შეუძლია პაუზის მოხსნა. აბონენტს პაუზის მოხსნა შეუძლია მხოლოდოფისში მისვლით;

დამატებითი ინფორმაცია დაპაუზებული ნომრის შესახებ:

  • არ აკლდება არანაირი სააბონენტო გადასახადი;
  • არ არის შესაძლებელი თანხის ჩარიცხვა;
  • რეკავს ნებისმიერ უფასო საინფორმაციო ნომერზე;
  • ვერ დაპორტირდება;
  • პაუზის ვადის გასვლის შემდეგ ნომერი დაუბრუნდება დაპაუზებამდე არსებულ სტატუსს, შემდგომ სტატუსამდე დარჩენილი ვადის შენარჩუნებით;
  • პაკეტები/ბონუსები/გააქტიურებული აქციები გაუქმდება შეთავაზების ვადების გათვალისწინებით;
  • დაპაუზება არ ცვლის ნომერზე არსებული ბონუსებისა და აქტიური აქციების სარგებლობის ვადებს;