როუმინგი

როუმინგი

იმოგზაურე მაგთისთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

წინასწარი გადახდის როუმინგ სერვისი
ყველანაირი დამატებითი კოდის გარეშე მარტივად დარეკე სასურველ ნომერზე.
სერვისი „მოგზაური“
იაფი როუმინგ მომსახურება, დარეკვისას დაგჭირდება სპეციალური კოდის აკრეფვა.
როუმინგ სერვისი კორპორაციული პირებისთვის
ჩასართავად დაუკავშირდი ორგანიზაციასთან ურთიერთობის მენეჯერს.
 
როუმინგის ინტერნეტპაკეტები
შეარჩიე და შეიძინე სასურველი პაკეტი.

ხშირად დასმული შეკითხვები
რა განსხვავებაა წინასწარი გადახდის როუმინგსა და სერვის „მოგზაურს“ შორის?

წინასწარი გადახდის როუმინგის ჩართვისას დარეკვა ხდება მარტივად, კოდისა და ლოდინის გარეშე. იხილე ტარიფები

სერვისი „მოგზაური“ - იაფი როუმინგული მომსახურებაა, დარეკვისას აუცილებელია სპეციალური კოდის გამოყენებით ზარის მოთხოვნა. ზარზე მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ უნდა დაელოდო შემომავალ ზარს. იხილე ტარიფები

როგორ ჩავრთო როუმინგი?

როუმინგის ჩართვა უფასოა.

გაიაქტიურე როუმინგი საქართველოდან გამგზავრებამდე კოდით: *133# OK.
საქართველოში და საზღვარგარეთ როუმინგის გააქტიურება შესაძლებელია აპლიკაციიდან MyMagti (მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის).
*133# OK-ზე დარეკვით ჩაირთვება როგორც წინასწარი გადახდის როუმინგი, ისე - სერვისი „მოგზაური“.

მხოლოდ „მოგზაურის“ ჩასართვად საქართველოდან გამგზავრებამდე აკრიფე: *123# OK.

გაითვალისწინე, რომ როუმინგით სარგებლობისას შემომავალი ზარიც ფასიანია, ანუ თანხას იხდი როცა რეკავ და როცა გირეკავენ მაშინაც.

როგორ გავიაქტიურო როუმინგის ინტერნეტპაკეტები?

გაიაქტიურე სასურველი ინტერნეტპაკეტი საქართველოდან გამგზავრებამდე კოდით: *133# OK.

საქართველოში და საზღვარგარეთ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება  შესაძლებელია აპლიკაციიდან MyMagti (მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის).

გაითვალისწინე, რომ როუმინგის ინტერნეტპაკეტების ჩართვა შეუძლებელია როუმინგის ჩართვის გარეშე.

შემიძლია მხოლოდ ინტერნეტ როუმინგის ჩართვა?

მხოლოდ ინტერნეტისთვის როუმინგის სერვისის გააქტიურება არ არის შესაძლებელი.
როუმინგის გააქტიურებისას სერვისი ირთვება როგორც ინტერნეტისთვის, ისე - ზარებისა და
SMS-ებისთვის.

როუმინგში შემომავალი ზარი ფასიანია?

კი, როუმინგით სარგებლობისას შემომავალი ზარიც ფასიანია, ანუ თანხას იხდი როცა რეკავ და როცა გირეკავენ მაშინაც.

როუმინგით სარგებლობისას ანგარიშზე უნდა მქონდეს თანხა?

კი, როუმინგით სარგებლობისთვის აუცილებელია ანგარიშზე ზარის შესაბამისი მინიმალური თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიზღუდება გამავალი და შემავალი ზარი.

საზღვარგარეთ ავტომატურად გამიაქტიურდება ადგილობრივი ქსელის ოპერატორი?

საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლისას, ქსელის ოპერატორის ამორჩევა ავტომატურად ხდება, თუმცა სასურველი ოპერატორის არჩევა შესაძლებელია ტელეფონის ქსელის პარამეტრების მენიუდან.

სასურველი ქსელის ხელით არჩევა უნდა მოხდეს ტელეფონის მენიუში - ქსელის ამორჩევა / Network Selection, სადაც უნდა მოინიშნოს ხელით არჩევის რეჟიმი / Manual და შეირჩეს სასურველი ქსელი.

საქართველოში დაბრუნებისას უნდა გავთიშო როუმინგი?

საქართველოში დაბრუნებისას არ არის აუცილებელი როუმინგის გათიშვა, ქსელი ავტომატურად აირჩევს მაგთის და ისარგებლებ სტანდარტული პირობებით.
გაითვალისწინე, რომ როუმინგის სერვისი ავტომატურად აქტიურდება საზღვირის გადაკვეთისას, ამიტომ საზღვრისპირა ტერიტორიებზე შესაძლოა დაიჭიროს სხვა ქსელი.

როგორ დავუკავშირდე ცხელ ხაზს უცხოეთში ყოფნისას?
  • ცხელი ხაზის ნომერია: +995 322 170000 (დაკავშირება ფასიანია).
  • იმისათვის, რომ უფასოდ დაუკავშირდე ცხელ ხაზს, ისარგებლე ონლაინ დახმარებით www.magticom.ge/chat
  • სტანდარტული როუმინგით სარგებლობისას აკრიფე: *133# OK, აირჩიე „დახმარება“ და დაელოდე ოპერატორის ზარს. მაგთიკომის ცხელი ხაზიდან შემომავალი ზარი უფასოა.
  • „მოგზაურით“ სარგებლობისას აკრიფე: *123# OK, აირჩიე „დახმარება“ და დაელოდე ოპერატორის ზარს. მაგთიკომის ცხელი ხაზიდან შემომავალი ზარი უფასოა.
როგორ დავრეკო „მოგზაურით“ სარგებლობისას?

აუცილებელია ნომრის წინ აკრიფო კოდი: *123* და ბოლოში #OK        

  • საქართველოში მობილურ ქსელებზე:
    *123* ადრესატის 9-ნიშნა ნომერი #OK
  • საქართველოში ფიქსირებულ ქსელებზე:
    *123*0 ქალაქის კოდი, ადრესატის ნომერი #OK
  • უცხოურ ნომრებზე:
  • *123*00 ქვეყნის კოდი, ადრესატის ნომერი #OK
  • ადგილობრივ ნომრებზე:
    *123*00 ქვეყნის კოდი, ადრესატის ნომერი #OK

ავტომოპასუხე გეტყვის "გთხოვთ, დაელოდოთ შემომავალ ზარს" და გაითიშება.
თუ აბონენტთან დაკავშირება მოხერხდა, მიიღებ შემომავალ ზარს, რომელზე პასუხის შემთხვევაშიც შედგება საუბარი. ამ მომენტიდან იწყება მომსახურების საფასურის ათვლაც.
თუ აბონენტი მიუწვდომელია ან არ პასუხობს, შემომავალ ზარს ვერ მიიღებ.

SMS-ის გასაგზავნად გამოიყენე კოდი +
+, ქვეყნის კოდი, მობილური ოპერატორის კოდი, ტელეფონის ნომერი.

როგორ შევამოწმო ანგარიში უცხოეთში, როუმინგით სარგებლობისას?
  • თუ სარგებლობ ინტერნეტით, გამოიყენე აპლიკაცია MyMagti,
  • ან აკრიფე კოდი: *111*1# OK და მიიღე ინფორმაცია უფასოდ.
როგორ შევავსო ანგარიში?
  • აპლიკაციით MyMagti
  • საიტიდან www.magticom.ge
  • მონო-ბარათით: აკრიფე *111*, მონო-ბარათის 12-ნიშნა კოდი, # OK.
ამერიკაში გამგზავრებამდე გაითვალისწინე:
  • აშშ-ში როუმინგით სარგებლობისათვის აუცილებელია ტელეფონს ჰქონდეს 850/1900 სიხშირის მხარდაჭერა;
  • ზარით, ინტერნეტპაკეტით ან SMS-ით სარგებლობისთვის გამგზავრებამდე დარწმუნდით, რომ ტელეფონში გააქტიურებული გაქვთ VoLTE სერვისი. ასევე, ნომერზე ჩართული გაქვთ ინტერნეტროუმინგი (ჩართვა: *133*2#OK).
    ჩასვლისთანავე ხელით აირჩიეთ ოპერატორი T-Mobile;
  • აშშ-ში ოპერატორ AT&T-ის ქსელზე შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტპაკეტით ან SMS-ით სარგებლობა, 4G (ან მეტი) ქსელის მქონე სმარტფონის შემთხვევაში.
აზერბაიჯანსა, თურქეთსა და უზბეკეთში გამგზავრებამდე გაითვალისწინე:

აზერბაიჯანსა, თურქეთსა და უზბეკეთში როუმინგით სარგებლობისას, ქსელზე რეგისტრაციისას პრობლემის შემთხვევაში, დაუკავშირდი მაგთიკომის ოპერატორს.
შესაძლოა დაგჭირდეს IMEI კოდის დარეგისტრირება შემდეგ ვებ-გვერდებზე:

  • აზერბაიჯანი -  imei.az, ან ნომერზე 1165
  • უზბეკეთი - uzimei.uz, ან ნომერზე 1170
  • თურქეთი - turkiye.gov.tr, ან ნომრებზე 160
სატელიტური კომპანიების შესახებ:

სატელიტურ კომპანიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ როუმინგულ სერვისს გემებსა და თვითმფრინავებზე, მაგთის როუმინგით სარგებლობისას შემავალი SMS-ი არის ფასიანი (მაგ: AT&T Maritime Service - შემავალი SMS-ის ღირებულებაა 0.13$+დღგ).

იაპონიაში გამგზავრებამდე გაითვალისწინე:
  • იაპონიაში როუმინგით სარგებლობისთვის აუცილებელია ტელეფონს ჰქონდეს 3G (2100 Mhz) ქსელის მხარდაჭერა.