სატელიტური ტელევიზია

2012 წლის იანვარში მაგთიკომი გახდა ფასიანი თანამგზავრული ტელემაუწყებლობის პირველი ოპერატორი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში და ბაზარზე ახალი ბრენდით, მაგთისატით წარსდგა.

თანამგზავრული ტელევიზიის მნიშვნელობა:

თანამგზავრული ტელევიზიის მაუწყებლობის გავრცელება, განსხვავებით საკაბელო ტელემაუწყებლობისგან, შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველაზე შორეულ და მიუვალ ადგილებშიც კი. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ტექნოლოგიით მაუწყებლობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - იმ რეგიონების მცხოვრებლებს, ვისაც აქამდე არ ჰქონია შესაძლებლობა მიეღო ტელემაუწყებლობა, საშუალება ეძლევათ, მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და საკუთარ ტელეეკრანებზე იხილონ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული, მაღალრეიტინგული ტელეარხების გადაცემები.

თანამგზავრული ტელევიზიის უპირატესობები:

  • მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (თანამგზავრიდან Astra 5B);
  • ტრანსლირება ხორციელდება უმაღლესი ტექნიკური სტანდარტების დაცვით;
  • არხების ტრანსლირება მიმდინარეობს ორი - SD და HD ფორმატით, რაც ხმისა და გამოსახულების ყველაზე მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
  • მომხმარებელი იღებს არხების მრავალფეროვნებას - შეუძლია აირჩიოს სასურველი ძირითადი და დამატებითი პაკეტები;
  • მარტივია მოწყობილობის ინსტალაცია და ტრანსპორტირება.

თანამგზავრული ტელევიზიით სარგებლობენ მთელს საქართველოში, დიდ ქალაქებსა და პატარა სოფლებში. შემოგვიერთდით!

სტარტი
არხების რაოდენობა
50
6
თვეში
საშუალო
არხების რაოდენობა
104
17
თვეში
სრული
არხების რაოდენობა
128
32
თვეში
მაგთი+
არხების რაოდენობა
3
5
თვეში
Viasat-ის პაკეტი
არხების რაოდენობა
8
7
თვეში
დამატებითი ინფორმაცია

*მოცემულია პაკეტით სარგებლობის 30-დღიანი ვადის საფასური.