menu

გადახდა

წინასწარი გადახდის სისტემის აბონენტებისთვისშემდგომი გადახდის სისტემის აბონენტებისთვის
მომსახურების საფასურის გადახდა:იმისათვის, რომ არ შეჩერდეს მაგთისატის მომსახურების მოწოდება, 30-დღიანი ვადის გასვლამდე ანგარიშზე უნდა შეიტანოთ პაკეტის ღირებულების სრული თანხა;
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ ანგარიშზე შეტანილი თანხა ნაკლები იქნება პაკეტის ღირებულებაზე, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მომსახურებით ისარგებლებთ იმდენი დღის განმავლობაში, რამდენ დღესაც იკმარებს ანგარიშზე შეტანილი თანხა.
მომსახურების დაგროვილი დავალიანება უნდა გადაიხადოთ მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით.
თუ ამ დროისათვის სრულად არ დაფარავთ დავალიანებას, 6 რიცხვში მომსახურება შეგიჩერდებათ.
მომსახურების აღდგენა:პაკეტი გაგიაქტიურდებათ გადახდისთანავე, 30 კალენდარული დღით.თუ აპარატურა დროებით სარგებლობაში გაქვთ:
მომსახურების შეჩერებიდან თვის ბოლომდე დავალიანების დაფარვის შემთხვევაში მაგთისატის მომსახურება აღდგება ჯარიმის გადაუხდელად, ხოლო თუ დავალიანება არ დაიფარება მომდევნო თვის ბოლო დღის ჩათვლით, დაგეკისრებათ ჯარიმა - გადასახდელი თანხის 20%.
თუ აპარატურა შეძენილი გაქვთ:
მომსახურების აღდგენა მოხდება დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ, ჯარიმის გარეშე.

მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია:

  • ვებ-გვერდიდან საბანკო ბარათით
  • სწრაფი გადახდის აპარატებით
  • ბანკების სერვისცენტრების საშუალებით
  • მაგთის მომსახურების ოფისებში
  • მაგთიკომის მობილური ნომრებიდან, მონო-ბარათის აქტივაციით:
    მობილურზე აკრიფეთ # მონო-ბართის კოდი, მაგთისატის 8-ნიშნა ნომერი და OK
    ან აკრიფეთ *111# OK, მენიუდან აირჩიეთ MagtiSat და მიჰყევით ინსტრუქციას