მომსახურების პირობები

მომსახურების პაკეტის შეცვლა:განაცხადი მომსახურების პაკეტის შეცვლაზე კეთდება ნებისმიერ დროს - მაგთიკომის ცხელ ხაზზე დარეკვით, ონლაინ დახმარებით ან მომსახურების ნებისმიერ ოფისში მისვლით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ
  • სატარიფო პაკეტის შემცირება (გადასვლა უფრო იაფ პაკეტზე) მოხდება მაგთისატის ჩართვიდან ან პაკეტის ბოლო ცვლილებიდან 30 დღის შემდეგ;
  • სატარიფო პაკეტის გაზრდა მოხდება მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში.
მომსახურების დროებითი შეჩერება/დაპაუზება:

შეაჩერეთ სერვისის მიღება სასურველი დროით.

დროებითი შეჩერების სერვისის პირობები:

  • შეჩერება - 30 დღე / 3 ლარი;
  • თუ სარგებლობთ როგორც ინტერნეტის, ასევე IPTV მომსახურებით, შეგიძლიათ, დროებით შეაჩეროთ როგორც ორივე მომსახურება ერთად, ასევე - მხოლოდ ერთ-ერთი.

დეტალური პირობები

დროებითი შეჩერების სერვისის გასააქტიურებლად რეგისტრირებული საკონტაქტო ნომრიდან დარეკეთ ცხელ ხაზზე.

მომსახურების შეწყვეტა:
  • მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში სრულად უნდა დაფაროთ დავალიანება ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მომსახურების შეწყვეტა შესაძლებელია:
  • ტექნიკური ჯგუფის გამოძახებით: 15 ლარი.
  • მაგთიკომის მომსახურების ოფისში მისვლით და აპარატურის სრული კომპლექტის მიტანით, თუ ის დროებით სარგებლობაში გქონდათ გადმოცემული;
მომსახურების შეწყვეტისას გასათვალისწინებელი ინფრომაცია:
  • აბონენტმა დროებით სარგებლობაში გადმოცემული აპარატურა უნდა დააბრუნოთ სრულად; შეძენილი აპარატურის დაბრუნება ნებაყოფლობითია.
  • აბონენტს დაეკისრება ჯარიმა თუ: არ დააბრუნებს აპარატურას, დააბრუნებს აპარატურის არასრულ კომპლექტს ან დააბრუნებს დაზიანებულ აპარატურას. ტარიფები იხილეთ ქვემოთ:
დაზიანებული მიმღების ჩაბარება
/მიმღების არ დაბრუნება
125
სატელიტური მიმღების ჩაბარებისას,
ქვემოთ მოცემული აპარატურის არ დაბრუნება/დაზიანებული აპარატურის დაბრუნება:
თეფში SINUTA 65 სმ სამაგრებით15
LNB (კონვერტორი)5
ანტენის კედლის სამაგრი მილი5
მიმღები (ბარათით)0
დისტანციური მართვის პულტი8
RCA კაბელი5
HDMI კაბელი10
გარე კვების ბლოკი12

აპარატურის არ დაბრუნების/დაზიანების საკომპენსაციო პირობები