ჩემები

თუ გაქვთ მაგთის ინტერნეტი ან IP ტელევიზია, აირჩიეთ სერვისი ჩემები, ულიმიტო კავშირი მაგთიკომის მობილურ ქსელში ოჯახის 4 წევრს შორის.

დამატებითი ინფორმაცია

გაიაქტიურეთ სერვისი „ჩემები“ და ისარგებლეთ ექსკლუზიური პირობით მობილურზე: შექმენით ჯგუფი ოჯახის მაქსიმუმ 4 წევრისგან და ესაუბრეთ ერთმანეთს ულიმიტოდ, თითოეულ წევრზე თვეში 1 ლარად.

  • „ჩემების“ ჯგუფის წევრები უნდა იყვნენ მაგთიკომის მობილური ქსელის აბონენტები.
  • თქვენ, როგორც ჯგუფის შექმნის ინიციატორი, გადაიხდით ყველა წევრის მომსახურების ღირებულებას (თითოეულ წევრზე თვეში 1 ლარს), რომელიც ჩამოგეჭრებათ ინტერნეტის ან ტელევიზიის ანგარიშიდან.
  • ინტერნეტის / IPტელევიზიის მომსახურების გათიშვის შემთხვევაში, დაპაუზდება სერვისი „ჩემები“ და ოჯახის წევრები ვეღარ ისაუბრებენ ერთმანეთში უფასოდ. მომსახურების აღდგენისთანავე გააქტიურდება „ჩემები“.
  • ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან ულიმიტო საუბარი შეუძლიათ მობილურზე ნულოვანი და უარყოფითი ბალანსის პირობებშიც.
  • არჩეული ნომრის შეცვლის ღირებულება: ჩართვიდან 30 დღის განმავლობაში - 50 თეთრი, 30 დღის შემდეგ - უფასო.
  • „ჩემების“ გააქტიურება / ნომრების არჩევა შესაძლებელია: პორტალიდან www.mymagti.com, საიტიდან www.magticom.ge, მაგთის ოფისში და ცხელი ხაზის დახმარებით.