დისტანციური სწავლების პაკეტი

დისტანციური სწავლების პაკეტი

18 / იანვარი / 2021

2021 წელს მაგთიკომი განათლების მხარდამჭერი ახალი პროექტით იწყებს

მაგთის და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით შეიქმნა „დისტანციური სწავლების პაკეტი“, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ისარგებლონ მაგთის 20 გიგაბაიტიანი მობილური ინტერნეტპაკეტით შეღავათიან ფასად- 10 ლარად.

პროექტის მიზანია, პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლებისას, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები  მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყვნენ ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტკავშირით.

მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ. პაკეტით სარგებლობისთვის საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge პირადი ნომრის მითითებით ტელეფონის იმ ნომრების დარეგისტრირება, რომლებზეც პაკეტი უნდა გააქტიურდეს.  იხილეთ ინსტრუქცია.

„დისტანციური სწავლების პაკეტის“  შეძენა ნებისმიერი სიხშირითაა შესაძლებელი მაგთის მობილური აპლიკაციიდან - MyMagti ან კოდით *172#ok. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება შეძენიდან 30 დღით.

დამატებითი ინფორმაცია
  • პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ იმ სააბონენტო ნომრებიდან, რომლებიც დარეგისტრირებულია  სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ შექმნილ პლატფორმაზე emis.ge;
  • პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება შეძენიდან 30 დღით;
  • ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ანულირდება;
  • „დისტანციური სწავლების პაკეტის“  შეძენა თვის განმავლობაში ნებისმიერი სიხშირითაა შესაძლებელი.