ინფორმაცია როუმინგის სერვისის ცვლილების შესახებ რუსეთში
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან შპს„მაგთიკომის“ აბონენტები ვერ შეძლებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოგზაურობისას სრულყოფილად გამოიყენონ როუმინგის მომსახურება, კერძოდ, როუმინგ აბონენტზე დაინერგება 24-საათიანი ე.წ „cool down period“-ი მონაცემთა (PS Data) და SMS სერვისებისთვის. ბლოკირება ავტომატურად ამოქმედდება ქსელში პირველი რეგისტრაციის მომენტიდან და ძალაში დარჩება მომდევნო 24 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც მოიხსნება. თუ IMSI-ს (აბონენტის იდენტიფიკატორი) მხრიდან ბლოკირების მოხსნიდან მომდევნო 3 დღის განმავლობაში არ დაფიქსირდება აქტივობა, ბლოკირება კვლავ ავტომატურად ამოქმედდება, იმ დრომდე ვიდრე IMSI-ის მხრიდან რაიმე აქტივობა არ მოხდება, რის შემდეგაც კვლავ ჩაირთვება ახალი 24-საათიანი პერიოდი.
მნიშვნელოვანია, რომ ბლოკირება არ ეხება ხმოვან სერვისებს - ისინი სრულად ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნული პერიოდის მიუხედავად.
დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე: https://novayagazeta.eu/articles/2025/10/07/foreign-sim-cards-have-all-online-functions-blocked-for-first-24-hours-in-russia-en-news?utm_source=chatgpt.com

