გაყიდვების აგენტი

შპს „მაგთიკომი“ აცხადებს  ვაკანსიას ბათუმში გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო გულისხმობს ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის  აბონენტების მოძიებას „კარდაკარის” პრინციპით.

მოთხოვნა:

  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა (სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა);
  • გაყიდვების უნარი;
  • დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
  • პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

ანაზღაურება:

მოქმედებს ფიქსირებული და საბონუსე სისტემა, რომლის მოცულობაც არ არის შეზღუდული და დამოკიდებულია კანდიდატის მიერ მოზიდული ახალი აბონენტების რაოდენობაზე.

მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge

გთხოვთ, გამოგზავნილ CV-თან ერთად მიუთითოთ პოზიცია: გარე გაყიდვების აგენტი.