უფროსი Java დეველოპერი
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი Java დეველოპერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი სისტემების არქიტექტურის შემუშავებაში მონაწილეობა
- ბიზნეს ანალიტიკოსებთან ერთად პროექტების დაგეგმვა/შეფასებაში მონაწილეობა
- ერთდროულად რამოდენიმე პროექტზე მუშაობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში.
- მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება J2EE ტექნოლოგიებში
- აპლიკაციების სერვერებთან მუშაობის გამოცდილება (JBoss AS, Tomcat)
- Java ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა : Spring, Spring Boot, Spring Security, Hibernate, Spring MVC, JPA, REST, SOAP, JNDI
- მონაცემთა რელაციურ ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
- Git-თან მუშაობის გამოცდილება
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პარადიგმების საფუძვლიანი ცოდნა.
- სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა. სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain Driven Design (DDD). Test Driven Development (TTD)
- Unit ტესტების ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება.
სასურველია:
- Messaging სისტემებთან Kafka, Tibco Rendezvous, Active MQ, Rabbit MQ მუშაობის გამოცდილება და ცოდნა.
- კომპიუტერული ქსელის ფუნდამენტური პრინციპების (ტექნოლოგიების, პროტოკოლების) ცოდნა.
- CI / CD გარემოში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი
- მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
- კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
- დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
- რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- მუშაობის მოქნილი გრაფიკი
- კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
გთხოვთ, მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე kadrebi@magticom.ge Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება.