გაყიდვების აგენტი

შპს „მაგთიკომი“ აცხადებს  ვაკანსიას ბათუმში გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო გულისხმობს ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის  აბონენტების მოძიებას „კარდაკარის” პრინციპით.

მოთხოვნა:

  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა (სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა);
  • გაყიდვების უნარი;
  • დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
  • პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

ანაზღაურება:

მოქმედებს ფიქსირებული და საბონუსე სისტემა, რომლის მოცულობაც არ არის შეზღუდული და დამოკიდებულია კანდიდატის მიერ მოზიდული ახალი აბონენტების რაოდენობაზე.

მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge

გთხოვთ, გამოგზავნილ CV-თან ერთად მიუთითოთ პოზიცია: გარე გაყიდვების აგენტი.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV)  გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“  მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ  ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.