ცვლილება მომსახურების პირობებში

28 / ივნისი / 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, განსაზღვრონ მიწოდებული მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებელი.

ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით 2018 წლის პირველი აგვისტოდან ზუსტდება მაგთიკომის მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლები.

აგრეთვე, 2018 წლის პირველი აგვისტოდან იცვლება მობილური მომსახურების ხელშეკრულება, სატელიტური ტელევიზიის ხელშეკრულება, ინტერნეტ/IPTV/VOIP მომსახურების ხელშეკრულება, დამატებითი მომსახურებ(ებ)ის და ლოიალობის პროგრამის პირობები. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამოქმედდება „კეთილსიდისიერად სარგებლობის წესები“ და „კონფიდენციალობის პოლიტიკა“.

ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტთან და ტელევიზიასთან დაკავშირებული ცვლილებები: