პაკეტი "მარტივი 25" გრძელდება

21 / მარტი / 2020

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პაკეტი "მარტივი 25"-ით სარგებლობას მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში კიდევ 3 თვის განმავლობაში გააგრძელებენ.

იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა მეტწილად გადავიდა მუშაობისა და სწავლების დისტანციური რეჟიმზე, უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა, მაგთიკომმა 1 სექტემბრამდე გააგრძელა მომხმარებლებისთვის აქტუალური და მოთხოვნადი ულიმიტო მობილური ინტერნეტის აქციები.

  • მთელი დღე-ღამე ულიმიტო მობილური ინტრენეტი - 1 ლარად
  • მთელი კვირა ულიმიტო მობილური ინტერნეტი - 5 ლარად

ვისთვისაც მოსახერხებელია მობილური სერვისების კომბინირებულად შეძენა, ან მთელი თვის საფასურის ერთიანად გადახდა ან მოკლევადიანი პაკეტების შეძენა, მათი ინტერესების გათვალისწინებით მაგთიკომი გთავაზობთ

მობილური მომსახურების კომბინირებულ პაკეტებს:

  • მარტივი 30 - (30 დღიანი პაკეტი) საქართველოში ულიმიტო ზარების და SMS/MMS-ის გარდა, 3000 MB ინტერნეტს მოიცავს. პაკეტი მთელი თვე კავშირს 30 ლარად უზრუნველყოფს.
  • მარტივი 10 – (30 დღიანი პაკეტი), ულიმიტო ზარები მაგთის მობილურ ქსელში, ულიმიტო SMS/MMS და 500 MB ინტერნეტი - 10 ლარად.
  • მარტივი 6 – (1 კვირიანი პაკეტი), ულიმიტო ზარები საქართველოში და ულიმიტო SMS/MMS - 6 ლარად.
  • მარტივი 5 – (1 კვირიანი პაკეტი) ულიმიტო ზარები მაგთის მობილურ ქსელში, ულიმიტო SMS/MMS და 1000 MB ინტერნეტი - 5 ლარად.
  • მარტივი 2 – (1 დღიანი პაკეტი) მთელი დღე-ღამე ულიმიტო ზარები საქართველოში, 100 SMS/MMS და 100 MB ინტერნეტი - 2 ლარად.
  • "ჩემები" - ულიმიტო ზარები მაგთის მობილურ ქსელში, 4 ფავორიტ ნომერს შორის.

ასევე, გაცნობებთ, რომ ახლო მომავალში ჩვენს მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეებს შევთავაზებთ.

!მთავარია, ყველა აღნიშნული პაკეტის შეძენა შესაძლებელია დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად: მობილური აპლიკაციით MyMagti ან პაკეტების ოთხნიშნა კოდებით, სერვის მენიუთი *111# Ok, ან მაგთის ვებ გვერდიდან.