2020 წლის 4 მაისი - მაგთის ოფისების ნაწილი მუშაობას ანახლებს.

03 / მაისი / 2020

იმისათვის, რომ მომხმარებელს გავუმარტივოთ მაგთიკომის სერვისებთან წვდომა,
4 მაისიდან მუშაობა განახლდება თბილისის შემდეგ ოფისებში:

  • საბურთალო - პეკინის ქ. #2
  • ვაკე - ი. ჭავჭავაძის გამზ. #2
  • დიდი დიღომი - იოანე პეტრიწის #17
  • ისანი - ნავთლუღის ქ. #5/7
  • დანი - I და II მიკრორაიონებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი

ასევე, მუშაობას აგრძელებენ ოფისები:

  • რუსთაველი - რუსთაველის გამზ. #22
  • ბათუმი - იმნაძის ქ. #5
  • ქუთაისი - გამსახურდიას გამზ. #23

ყველა ოფისი იმუშავებს მთელი კვირის განმავლობაში,
09:00-დან 18:00-მდე (შესვენების გარეშე).

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოფისები უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო სითხეებით და დღეში ორჯერ სველი წესით სუფთავდება.

მაგთის მომსახურების ოფისებში შესაძლებელია ელექტრონული გადახდა. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევებისთვის კი ოფისები უზრუნველყოფილია თხევადი ანტისეპტიკური საშუალებებით.