სპეც. ნომრები
სპეც. ნომერი არის სხვადასხვა ორგანიზაციისთვის გამოყოფილი ნომერი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მიზნისთვის/მომსახურებისთვის (მაგალითად: საქველმოქმედო ნომრები, საინფორმაციო ცნობარის ნომრები, ნდობის ტელეფონი, ინტერაქტიული გამოკითხვა და ა.შ.). ასეთ ნომრებზე შესაძლოა შემავალ ზარზე/SMS-ზე დადგენილი იყოს განსხვავებული საფასური. სპეც. ნომრების ფორმატია: 800XXXXXX-999 XXXXXX, ასევე 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრები, ხოლო SMS ნომრები - 9XXXX. სპეც. ნომრით მომსახურების მიღებამდე, ნომრით მოსარგებლე პირთან უნდა გადაამოწმოთ ასეთ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ოდენობა. თუ სპეც. ნომერზე მომსახურების მიღებისათვის არ არის დადგენილი დამატებითი საფასური, ასეთ ნომერზე დარეკვისას/SMS-ის გაგზავნისას მოქმედებს სტანდარტული ტარიფი.
იხილეთ გარკვეული სპეც. ნომრების საილუსტრაციო მაგალითები:
SMS
ნომრები | დანიშნულება | საფასური |
---|---|---|
90XXX | ინტელექტუალური ქსელებით მომსახურება | "უფასო" (Toll Free) |
91XXX-92XXX | ინტელექტუალური ქსელებით მომსახურება | სტანდარტული ტარიფი |
93XXX | კონტენტით მომსახურება (დამატებითი ფასიანი მომსახურება) | მომსახურების მიღების საფასური დგინდება ნომრით მოსარგებლე პირის მიერ. მომსახურების საფასურს ემატება მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის სტანდარტული ტარიფი |
95XXX | ინტერაქტიული გამოკითხვები (დამატებითი ფასიანი მომსახურება) | მომსახურების მიღების საფასური დგინდება ნომრით მოსარგებლე პირის მიერ. მომსახურების საფასურს ემატება მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის სტანდარტული ტარიფი |
ზარები
ნომრები | დანიშნულება | საფასური |
---|---|---|
800 XXXXXX | ინტელექტუალური ქსელებით მომსახურება | "უფასო" (Toll Free) |
801 XXXXXX | ინტელექტუალური ქსელებით განაწილებული ხარჯებით მომსახურება | მომსახურების მიღების საფასური დგინდება ნომრით მოსარგებლე პირის მიერ. მომსახურების საფასურს ემატება ზარის განხორციელების სტანდარტული ტარიფი |
802 XXXXXX-899 XXXXXX | ინტელექტუალური ქსელებით მომსახურება (დამატებითი ფასიანი მომსახურება) | მომსახურების მიღების საფასური დგინდება ნომრით მოსარგებლე პირის მიერ. მომსახურების საფასურს ემატება ზარის განხორციელების სტანდარტული ტარიფი |
900 XXXXXX | სხვადასხვა დამატებითი ფასიანი მომსახურება | მომსახურების მიღების საფასური დგინდება ნომრით მოსარგებლე პირის მიერ. მომსახურების საფასურს ემატება ზარის განხორციელების სტანდარტული ტარიფი |
901 XXXXXX | დამატებითი ფასიანი მომსახურება - საქველმოქმედო | მომსახურების მიღების საფასური დგინდება ნომრით მოსარგებლე პირის მიერ. მომსახურების საფასურს ემატება ზარის განხორციელების სტანდარტული ტარიფი |
902 XXXXXX | დამატებითი ფასიანი მომსახურება - ნდობის ტელეფონი | მომსახურების მიღების საფასური დგინდება ნომრით მოსარგებლე პირის მიერ. მომსახურების საფასურს ემატება ზარის განხორციელების სტანდარტული ტარიფი |
903 XXXXXX | დამატებითი ფასიანი მომსახურება - ინტერაქტიული | მომსახურების მიღების საფასური დგინდება ნომრით მოსარგებლე პირის მიერ. მომსახურების საფასურს ემატება ზარის განხორციელების სტანდარტული ტარიფი |
904 XXXXXX-909 XXXXXX | სხვადასხვა დამატებითი ფასიანი მომსახურება | მომსახურების მიღების საფასური დგინდება ნომრით მოსარგებლე პირის მიერ. მომსახურების საფასურს ემატება ზარის განხორციელების სტანდარტული ტარიფი |
910 XXXXXX-999 XXXXXX | მომსახურების სხვადასხვა სახეობები | მომსახურების მიღების საფასური დგინდება ნომრით მოსარგებლე პირის მიერ. მომსახურების საფასურს ემატება ზარის განხორციელების სტანდარტული ტარიფი |
16XXX | არასატელეკომუნიკაციო მომსახურება (დამატებითი ფასიანი მომსახურება) | სტანდარტული ტარიფი ან ნომრით მოსარგებლე პირის მიერ დადგენილი საფასურს დამატებული სტანდარტული ტარიფი. ზარი, ნომრით მოსარგებლე პირის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა იყოს უფასო. |
17XXX | სატელეკომუნიკაციო მომსახურება (დამატებითი ფასიანი მომსახურება) | სტანდარტული ტარიფი ან ნომრით მოსარგებლე პირის მიერ დადგენილი საფასურს დამატებული სტანდარტული ტარიფი. ზარი, ნომრით მოსარგებლე პირის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა იყოს უფასო |
118XX | საინფორმაციო-საცნობარო (დამატებითი ფასიანი მომსახურება) | მომსახურების მიღების საფასური დგინდება ნომრით მოსარგებლე პირის მიერ. მომსახურების საფასურს ემატება ზარის განხორციელების სტანდარტული ტარიფი. |