1 ივნისიდან მუშაობას ანახლებს ისთ ფოინთსა და სითი მოლში მდებარე მომსახურების პუნქტები.

31 / მაისი / 2020

შეგახსენებთ, რომ მაგთის ოფისები თბილისსა და რეგიონებში 11 მაისიდან გაიხსნა.

მომსახურების ოფისების მისამართები და სამუშაო საათები იხილეთ ბმულზე.

მაგთის ოფისები უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო სითხეებით და დღეში ორჯერ სველი წესით სუფთავდება.

მაგთის მომსახურების ოფისებში შესაძლებელია ელექტრონული გადახდა. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევებისთვის კი ოფისები უზრუნველყოფილია თხევადი ანტისეპტიკური საშუალებებით.

ოფისების მუშაობა დროებით შეჩერებული რჩება შემდეგ ლოკაციებზე:

  • ა. წერეთლის გამზირი 82
  • თბილისისა და ქუთაისის აეროპორტი
  • ჰუალინკი
  • საზოგადოებრივი ცენტრები